ელექტრომობილი, რბოლა, მფრინავი მანქანა
Aa
Aa

როცა ფანტაზია რეალობად იქცევა: ელექტრო მფრინავი მანქანების რბოლა

გინახავთ „ვარსკლავურ ომებში“ რბოლის ეპიკური სცენა? ფანტაზია შესაძლოა მალე რეალობად იქცეს.

კომპანია, სახელად Alauda, რევოლუციური ავტოსპორტის შექმნასთან ძალიან ახლოსაა. ეს იქნება განვითარებისკენ ნაბიჯი იმაზე წინ, ვიდრე ამ ეტაპზე იყო საჭირო.

ელექტრო... მფრინავი... მანქანების... რბოლა...

თვალები არ გატყუებთ! ელექტრო მფრინავი მანქანების რბოლა. რბოლას Airspeeder ერქმევა. ეს არის ფანტაზიისა და აზარტის ერთობლიობა. ამაზე მიმზიდველი ვერაფერი იქნებოდა. კომპანიას იმედი აქვს, რომ უკვე გამოცდილი პილოტები ამ სახეობაში ბედს ცდიან და სხვადასხვა ავტომწარმოებელიც დაინტერესდება.

გუნდები უკვე ცნობილ კომპანიებს ეყოლებათ. მფრინავი მანქანები EV ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. მომმარაგებლები ელიტური ავტომწარმოებლები იქნებიან.

MK2 მფრინავი მანქანები 2019 წელს უკვე გამოსცადეს. საბოლოო ტესტებიც თითქმის დასრულებულია. თითოეული მფრინავი მანქანის - სფიდერის სიგრძე 4მ, სიგანე 3.4მ და სიმაღლე 1მეტრია.

Alauda-ს მტკიცებით, თითოეული სფიდერის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 200კმ/სთ-ია.  ფინალური ტესტი სამხრეთ ავსტრალიაში ჩატარდება. ეს მაშინ მოხდება, როცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები აღარ იქნება. გრაფიკის მიხედვით პირველი რბოლა წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს.  

„როცა მანქანების და აეროპლანების განვითარების ისტორიას ვუყურებთ, ვხვდებით, რომ ეს უკვე იყო სპორტი, რომელიც განვითარდა...

F1-ის პილოტების სულისკვეთებამ დღევანდელ სწრაფ პროგრესამდე მოგვიყვანა“. - ამბობს Airspeeder-ის ხელმძღვანელი მეტ პირსონი.

ვნახოთ, იქცევა თუ არა ფანტაზია რეალობად და შეეცდება თუ არა ფერნანდო ალონსო Airspeeder-ის მოგებასაც.

მსგავსი სიახლეები