სპორტული იერის ქროსოვერი: 2015 წლის Subaru XV Crosstrek
Aa
Aa

სპორტული იერის ქროსოვერი: 2015 წლის Subaru XV Crosstrek

ქროსოვერ სუვებით სავსე სამყაროში Subaru XV Crosstrek-ს მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს ავტომობილი უკეთეს ყველგანმავალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ვიდრე მისი კონკურენტები. „სუბარუს“ AWD სისტემის საშუალებით, არასაგზაო პირობებს კარგად უმკლავდება და  Jeep Grand Cherokee-ზე მაღალი კლირენსი აქვს.

 

 ექტერიერი

ისინი,  ვისაც სტანდარტული Subaru Impreza  გახსოვთ,  XV-ში ბევრ მსგავს დეტალს აღმოაჩენთ. სინამდვილეში ამ ორის ექსტერიერს შორის დიდი განსხვავება არცაა. გარდა შავი საღებავის შიდა ფენისა, რომელიც ბამპერებამდე ჩამოდის და პანელებს მიჰყვება. განსხვავებულია საბურავებიც. ისინი შავი ფერისაა და შედარებით აგრესიულად გამოიყურება.

Crosstrek –ის კლირენსი 22.1 სანტიმეტრია, მაშინ, როცა Grand Cherokee-ისა  21.8სმ. რა თქმა უნდა, ეს განსხვავება რიცხვებში არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. 

ავტომობილის ყვითელი ფერი მის გულშემატკივრებსა და მოძულეებს შორისაც კი ძირითადად მოწონებას იმსახურებს.

ინტერიერი

ავტომობილის ექსტერიერის მსგავსად, მისი ინტერიერიც  „იმპრეზას“ ფურგონის ინტერიერს ძალიან ჰგავს. ღილაკების და სალონის სხვა დეტალების ადგილმდებარეობა არაფრით განსხვავდება. ეს არც თუ ისე ცუდია. ავტომობილს HVAC კონტროლი აქვს. საჭის კონტროლი გეხმარებათ იმაში, რომ ხელები სულ მასზე გქონდეთ. ინფორმაციული-გასართობი სისტემის ღილაკები ნავიგაციის სისტემას ამარტივებს.  მიუხედავად ამისა, ინტერიერს თითქოს სული აკლია. ყველაფერი მუშაობს, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც რიგზე არაა. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ფუნქციები თითქოს არასაკმარისად კარგადაა დაყენებული. მთავარი პრობლემა აუდიო სისტემაა.

ერთ-ერთი არც თუ ისე სასიამოვნო ფუნქცია კარის უგასაღებო სისტემაა.  მგზავრის კარი რომ გააღოთ, გარედან მგზავრის მხარეს კარზე სახელურს უნდა დააჭიროთ. დილერთან ვიზიტის გარეშე შეუძლებელია ისე დააყენოთ სისტემა, რომ მძღოლის კარის სახელურის პანელზე თითის დაჭერით ყველა კარი გაიღოს.

სალონს, რა თქმა უნდა, დადებითი მხარეებიც აქვს. XV Crosstrek  მგზავრებისთვის დიდ სივრცეს გვთავაზობს. უკანა სავარძლების დაკეცვა ტვირთისთვის საკმარისზე მეტ ადგილს ქმნის.

ძრავა

მანქანას 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 148 ცხენის ძალას აწარმოებს.  ავტომობილს AWD სისტემითაა.  AWD სისტემის ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი და ტრანსმისიის ტიპზეა დამოკიდებული.  მანქანა 100კმ/სთ-ამდე 8.5 წამში ადის.

მიუხედავად იმისა, რომ 5-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიის არაჰიბრიდული და პრემიუმ კლასის მოდელები არსებობს, უმეტესობა CVT-ს ტიპის გადაცემათა კოლოფებითაა აღჭურვილი. იმ მანქანებს, რომლებიც CVT-ს ტრანსმისიითაა, უფრო განვითარებული Active Torque Split Subaru Symmetrical AWD სისტემა აქვს, რომელიც მოცურების აღმოჩენის შემთხვევაში მოჭიდების დიდ ძალას ავტომატურად გადასცემს იმ საბურავს, რომელიც ნაკლებ მოჭიდებაშია. საჭიროების შემთხვევაში საბურავებისთვის 100% ძალის გადაცემაც შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ XV Crosstrek-ი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქროსოვერი ერქვას, მისი საწვავის ეკონომია სხვა რამეზე მეტყველებს. არა-ჰიბრიდული მოდელი ქალაქში 100 კილომეტრზე 9 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ტრასაზე - 7 ლიტრს. 

XV-ს მართვის სტილიც ძალიან ჰგავს ,,იმპრეზას“. მიუხედავად იმისა, რომ საჭე მსუბუქია, მოსახვევში წინააღმდეგობას მაინც გაგიწევთ. ამ ავტომობილით მოხვევა კარგი გასართობია, განსაკუთრებით მაშინ თუ მოსახვევში ტალახია. მანქანა ტალახს თავის კონკურენტებზე კარგად უმკლავდება.

 

 

დასკვნა

Subaru XV Crosstrek-ი სტანდარტული „სუბარუს“ დამახასიათებელ თვისებებს  და წარმოუდგენლად მაღალ კლირენსს გვთავაზობს. მექანიკური გადაცემათა კოლოფისთვის თავისი დაბალი ფასით, AWD სისტემით და საინტერესო ექსტერიერით, XV Crosstrek-ი ნამდვილად სასურველი ავტომობილია.

მარტივად რომ ვთქვათ,  სუვის მაგვარი ფუნქციებით, XV Crosstrek-ი მომხიბვლელი პატარა მანქანაა. თუ გსურთ ოთხივეწამყვანიანი სუვის შეძენა, მაგრამ შედარებით მცირე ზომის ავტომობილს ეძებთ, XV შუალედური არჩევანია.

მსგავსი სიახლეები