BMW M2 ახლა უკვე საჯარო გზებისთვისაც ლეგალურია | როდის გამოვა ახალი პაკეტი?
მეორე თაობის BMW M2 მხოლოდ რამდენიმე წლისაა, თუმცა საწარმოო ხაზის გაფართოებაზე უკვე მუშაობს. BMW-მ M2 CS მაისში წარადგინა, M2-ის სარბოლო მოდელის წარდგენიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ. ახლა კი, გერმანული ავტომწარმოებელი მაღალი ხარისხის კუპესთვის საჯარო გზებზე ლეგალურ კაპეტსაც აანონსებს.
დეტალები მწირია და Instagram-ის თიზერის თანახმად, საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის ლეგალური პაკეტი მომავალ წლამდეც არ გამოვა. ფოტოზე წარმოდგენილი ყვითელი კუპეს წინა და უკანა ნაწილები დაფარულია, უფრო მეტიც, BMW-მ მასიური უკანა ფრთაც კი დაფარა.
სხვა მნიშვნელოვანი სტილისტური ცვლილებების გარჩევა რთულია. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილის ძარის მიღმა, განსხვავებები იმალება. მაგალითად, M2 გერმანული ავტომწარმოებლის ტურბოდაბერვის, 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 473 ცხენის ძალას, ხოლო CS-ში კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებს. შესაძლოა, BMW-ს რამდენიმე განახლება ჰქონდეს, რაც მის სიმძლავრეს კიდევ უფრო გაზრდის.
როგორც Instagram-ის პოსტში ავტომწარმოებელი ამბობს, ახალი M2 „BMW M Performance-ის ნაწილებს შესაძლებლობების საზღვამდე მიიყვანს. შესაბამისად, ცოტათი ბუნდოვანიცაა, BMW ამას ახალი პაკეტის შეთავაზების სახით გააკეთებს თუ ცალკეული გაუმჯობესებების, რომელთა არჩევაც თავადვე შეგიძლიათ. ანდაც, შესაძლოა ორივე ვერსია შემოგთავაზოს, ამას სავარაუდოდ 2026 წელს გავიგებთ.