სიჩქარის რეკორდი, ყველაზე სწრაფი მანქანები, კოენიგსეგი
Aa
Aa

ყველაზე სწრაფი მასობრივი ჰიპერქარი? | Koenigsegg-ის 1 625 ცხ.ძ-იანი მონსტრი უკვე რეკორდსმენია

Koenigsegg-ის ყველაზე რადიკალურმა ჰიპერმანქანამ, რომელიც ავტომწარმოებელმა სულ რამდენიმე კვირის წინ წარადგინა, რეკორდი უკვე დაამყარა. გასულ შაბათ-კვირას, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, Koenigsegg-ის ჰიპერქარი ყველაზე სწრაფი გზებზე ლეგალური მასობრივი წარმოების ავტომობილი გახდა.

მან ტრასა მხოლოდ 47.14 წამში დაფარა და შედეგად, წინა რეკორდსმენ Czinger 21C-ს 1.68 წამით აჯობა. Czinger-მა რეკორდი გასულ წელს დაამყარა და ის Rimac Nevera-ს ჩამოართვა, რომელმაც ტრასა 2023 წელს 49.32 წამში გაიარა.

რეალურად, Sadair's Spear-ი Jesko Attack-ის კიდევ უფრო კომპლექსური ვერსიაა. მოდელი ანალოგიურ 5-ლიტრიან V8 ძრავს იყენებს, თუმცა 1 625 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ამასთან ერთად კი, ავტომობილი 35 კილოგრამით უფრო მსუბუქია და 1 320 კგ-ს იწონის. მოდელს Michelin Pilot Cup 2-ის სტანდარტული საბურავები უყენია, რომელთა წინა 275/35/20, ხოლო უკანა 335/30/21 ზომისაა.

მოდელს გაუმჯობესებული აეროდინამიკაც გამოარჩევს, რაც დაბალი სიჩქარით მოძრაობისა და ძრავისა და გაგრილების სისტემებში ჰაერის ნაკადის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ეს ფუნქცია კი, როგორც ჩანს, ავტომობილმა გუდვუდის რბოლაში სრულად გამოიყენა.

Koenigsegg-ი თავის ახალ ჰიპერქარს მხოლოდ 30 ეგზემპლარად აწარმოებს. ავტომობილი პოტენციურ მომხმარებლებს დახურულ კარს მიღმა წარუდგინა და ძალიან მცირე დროშიც გაყიდა. შესაბამისად, ამ დროისთვის, მისი შეძენის შანსი აღარ არსებობს.

 

მსგავსი სიახლეები