Aa Aa
9 მარტი 2023  |  11:11

Top 10 ყველაზე დიდეკრანიანი ავტომობილი

თანამედროვე ავტომობილებში დიდი სენსორული ეკრანის ჩადგმა უკვე ერთგვარ შეჯიბრად იქცა. ავტომობილების სალონში ნელ-ნელა სულ უფრო მეტი და დიდი ეკრანები ჩნდება. ამ ტენდეციისგან შეწუხებული ზოგიერთი ავტომწარმოებელი სენსორულ ეკრანებზე საერთოდ უარის თქმას აპირებს. მაგალითისთვის, DS Design-ის ხელმძღვანელი ტიერი მეტროზის აზრით, ზედმეტად ბევრი ეკრანი არც „სექსუალურია“ და „ცოტათი სულელურიცაა“.

BMW-ს და Polestar-ის აზრით, დიდი ეკრანები მოდური აღარ არის. BMW-ს ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელმა მათიას იუნგანსმა თქვა:

„რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ეკრანები? ადრე თუ გვიან უკან ჩამოვიტოვებთ“.

თუმცა, სანამ BMW-ს დიზაინერის სიტყვები გამართლდება, ზოგიერთი ავტომწარმოებლისთვის სალონის ინტერიერის დახვეწა უფრო დიდი ზომის ეკრანს გულისხმობს. მათი ხედვით, რაც უფრო დიდია ეკრანის ზომა ან მეტია რაოდენობა, ავტომობილი უფრო მდიდრულად გამოიყურება.

ამ სტატიაში თქვენ 10 ავტომობილს შეხვდებით, რომლებსაც ყველაზე დიდი სენსორული ეკრანი აქვს.

Rivian R1S - 16 ინჩი

Rivian R1S-ს ჩაშენებული ციფრული მონაცემთა პანელი აქვს. მძღოლის მონიტორის გარდა, ავტომობილში  სენსორული მულტიმედია ეკრანიცაა. უკან კიდევ ერთი პატარა ეკრანია, რომელიც მგზავრებს კლიმატ კონტროლის მონაცემების ცვლილების საშუალებას აძლევს.

Porsche Taycan - 16.8 ინჩი

Porsche Taycan-ის ეკრანი თითქმის მთელ სიგრძეზეა  გადაჭიმული. ერთი სენსორული ეკრანიც დაბლა, მარცხენა მხარესაა. ფუნქციები ისეა ეკრანებზე გადანაწილებული, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად გასაგები იყოს. მძღოლისთვის კი ძალიან პრაქტიკულია.

GMC Sierra EV - 16.8 ინჩი

ელექტრო GMC Sierra-ს სტანდარტული მულტიმედია სისტემა აქვს, რომელიც 16.8-ინჩიანია. მას Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, ავტომობილში 11-ინჩიანი ციფრული მონაცემთა პანელია.  

Tesla Model X - 17 ინჩი

დიდი ეკრანების ტრენდი სწორედ Tesla-მ დაიწყო. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ სიაში სწორედ ამ ბრენდის ავტომობილი მოხვდა. მონაცემთა პანელის გარდა, Model X-ს ეკრანი წინაც აქვს და უკანაც. სენსორული ეკრანი რამდენიმე ფუნქციის გამოყენებისთვისაა, მაგალითად, ჰაერის გამაგრილებლის, მაშუქების და სხვების. მულტიმედია სისტემა ხმით ბრძანებაზე რეაგირებს.

Chevy Silverado EV - 17 ინჩი

სტანდარტული Silverados-ს ეკრანი შედარებით პატარაა. სპეციალურ ელექტრო მოდელს კი შთამბეჭდავი 17-ინჩიანი ეკრანი აქვს. სენსორული ეკრანი ისეთი ფუნქციური და მოსახერხებელია, რომ თავს მაშინვე შეგაყვარებთ. Linux-ზე დაფუძნებული OS სისტემა ხშირად ახლდება.

BMW i7 - 31.3 ინჩი

ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ წინა ეკრანზე არ ვსაუბრობთ. საუბარია, 31.3-ინჩიან „კინოთეატრის ეკრანზე“, რომელიც BMW-ს უკანა სავარძლის მგზავრებისთვის აქვს. ამ ეკრანის საშუალებით მგზავრებს კლიმატ კონტროლზე, აუდიო სისტემაზე, სავარძლების გათბობასა და სხვა მრავალ ფუნქციაზე აქვთ წვდომა.

Lucid Air - 34 ინჩი

ბევრი სხვა თანამედროვე ავტომობილისგან განსხვავებით, ამ ავტომობილს LED ეკრანი აქვს. 34-ინჩიანი ეკრანი 3 ნაწილადაა დაყოფილი. ამ ეკრანებზე ფუნქციები მსგავსების მიხედვითაა განაწილებული. ყველაზე პატარა პანელი მარცხნივ მაშუქებს, საკეტებს და შუშის საწმენდებს აკონტროლებს. შუა ინფორმაციას სიჩქარესა და დამუხტვის დონეზე გაწვდის. მარჯვენა მულტიმედია ეკრანია.  

Cadillac Escalade - 38 ინჩი

Cadillac Escalade დიდი ავტომობილია, რომელსაც დიდი სენსორული ეკრანი აქვს. სხვა ავტომწარმოებლები სენსორულ ეკრანს ცენტრალურ კონსოლზე აყენებ ხოლმე. Cadillac-მა ის პირდაპირ მონაცემთა პანელში ჩააშენა.   

Cadillac Celestiq – 55 ინჩი

Cadillac Celestiq-ს მონაცემებისთვის 55-ინჩიანი ეკრანი აქვს. ეს ეკრანი მთელი ავტომობილის კონტროლის საშუალებას იძლევა. კლიმატ კონტროლით დაწყებული, მულტიმედიით დასრულებული. Celestiq-ი მდიდრული ავტომობილების მეფის ტიტულისთვის იბრძვის. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მას გიგანტური ეკრანი აქვს. 

Mercedes EQS – 56 ინჩი

გიგანტური ეკრანების ომში Mercedes EQS იგებს. ამ ავტომობილმა მდიდრულობის განმარტება სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ეს ერთი დიდი მონაცემთა დაფაა. მასში 2 12.3-ინჩიანი ეკრანია გაერთიანებული. ერთი მგზავრის სავარძლის წინაა, მეორე - მძღოლის. შუა 17.7-ინჩიანი ეკრანია. ეს სამი ეკრანი ერთი დიდი შუშის პანელის ქვეშაა მოთავსებული. ჯამში 56-ინჩიან ეკრანს ვიღებთ. Mercedes-ი ამას „ჰიპერეკრანს“ ეძახის.

გაზიარება: