Porsche-ს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებისთვის $2 700-ით დააჯარიმეს
Porsche, რომელიც 270 კმ/სთ-ით გადაადგილდება, ავტობანზე შემაწუხებელი არ უნდა იყოს, თუმცა სხვაგან შოკისმომგვრელი მაჩვენებელია. განსაკუთრებით კი, ალბათ კალიფორნიაში, სადაც Porsche-ს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებისთვის, $2 700-ით დააჯარიმეს.
კალიფორნიის გზატკეცილის საპატრულო პოლიციის ცნობით, შემთხვევა 29 აპრილს, საღამოს შვიდი საათისთვის მოხდა. 2022 წლის Panamera 113 კილომეტრ საათით დასაშვებ ზონაში თითქმის 270 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. პოლიციელებმა ეს სახიფათოდ მიიჩნიეს და მანქანის შეჩერება გადაწყვიტეს. კალიფორნიის საგზაო პატრულმა განაცხადა, რომ „არასდროს არსებობს საჭირო მიზეზი, იმისათვის, რომ გზაზე 160 კმ/სთ-ით მეტი სიჩქარით იმოძრაო“ და აღნიშნა, რომ „მაღალი სიჩქარე კლავს“. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
Shouse Law Group-ის თანახმად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 1 000 დოლარამდე განისაზღვრება. ამას დამატებული მართვის მოწმობის ჩამორჩმევა 30 დღემდე ვადით. თუმცა, მგზავრს წესების დარღვევისას თან არც სატრანსპორტო საშუალების საბუთები და მართვის მოწმობა ჰქონდა, რაც მის ჯარიმას დამატებით $500-ით ზრდის. თუმცა კალიფორნიის საპატრულო განყოფილების განცხადებით, დამატებითი ფაქტორებიც არსებობს, რაც ჯარიმას $2 700-მდე გაზრდის.