ელექტრომობილი, მიცუბიში, მიცუბიში მოტორსი, ფოქსქონი
Aa
Aa

iPhone-ის მწარმოებელი Mitsubishi-ის ელექტრომობილზე იმუშავებს

iPhones-ების მწარმოებელმა კომპანია Foxconn-მა, იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi Motors-ისთვის, ელექტრომობილების შექმნის გეგმა დააანონსა. შეთანხმების ფარგლებში, Foxconn-ი ავტომობილებზე ტაივანში მდებარე Mitsubishi-ის ქარხანაში იმუშავებს.

ეს ხელშეკრულება, ელექტრომობილების ინდუსტრიაში, Foxconn-ისთვის პირველი მსხვილი კონტრაქტია. კომპანიების საერთო განცხადებით, ახალი მოდელი ხელმისაწვდომი მომდევნო წელს იქნება. მათივე ინფორმაციით, ავტომობილებზე Foxtron-ი იმუშავებს - Foxconn-ისა და ტაივანური ავტომწარმოებლის, Yulon Motor-ის საერთო კომპანია.

“Foxtron-ი ავტომწარმოებელს დიზაინითა და წარმოებასთან დაკავშირებული სამენეჯმენტო სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანიების საერთო ძალისხმევით წარმოებული მოდელი პირველად 2026 წლის მეორე ნახევარში, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზრებზე გაიშვება”.

ამ ეტაპზე, კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული. Foxconn-ისა და Mitsubishi-ის ინფორმაციით, შეთანხმების ბოლომდე მისაყვანად მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები