Koenigsegg Jesko-მ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა | ვიდეო
Koenigsegg Jesko Absolut პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სერიული წარმოების ავტომობილია. 1 600 ცხენის ძალის V8 ძრავისა და 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის საშუალებით, ეს მოდელი, თეორიულად, ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილის ტიტულს ფლობს.
Koenigsegg Jesko Absolut-ის მაქსიმალური სიჩქარე ჯერ კვლავ არ შეუმოწმებიათ. თუმცა კომპიუტერული სიმულატორების გამოთვლებით, ამ ავტომობილს 531 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება, ხოლო 0-დან 100-მდე 2.6 წამში ჩქარდება. Jesko Absolut-ს ორმაგი ტურბოდაბერვის V8 ძრავა აქვს, რომელიც ჩვეულებრივ საწვავზე 1 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ეთანოლზე - 1 600 ცხ.ძ-ს.
View this post on Instagram
ახლა კი, Jesko Absolut-ი თავისი მზარდი ჯილდოების სიისთვის კიდევ ერთის დამატებაზე იბრძოლებს. რამდენიმე დღის წინ, Koenigsegg-მა თავის Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც შვედეთში, კომპანიის სატესტო ტრასაზეა გადაღებული. ტრასაზე Jesko-მ ნახევარი მილი დაფარა, რაც თითქმის 0.8 კილომეტრია. გარბენისას Jesko-მ საათში 359.83 კილომეტრის, ანუ საათში 223.6 მილი მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეძლო - ნახევარ მილზე ნებისმიერი სერიული წარმოების ავტომობილისთვის ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.
გარდა ამისა, გარბენისას Jesko Absolut-მა მეოთხედ მილზე, რაც დაახლოებით 40 კილომეტრია, 8.88-წამიანი შედეგი დააფიქსირა, რაც მას ამ მანძილზე, ბენზინის ძრავაზე მომუშავე ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად აქცევს. თუმცა ელექტრომობილები, როგორიცაა Nevera და Pininfarina Battista, მაინც უფრო სწრაფია.
აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის ივნისში, Jesko Absolut-მა 0-400კმ/სთ-0 აჩქარების რეკორდი მოხსნა - სულ რაღაც 27.83-წამიანი შედეგით. აჩქარების რეკორდი ტესტდრაივერმა მარკუს ლუნდჰმა Örebro-ს აეროპორტის ტერიტორიაზე დაამყარა.