Aa Aa
4 დეკემბერი 2022  |  12:06

ტრანსფორმერების ახალი ფილმის ანონსი უკვე მზადაა

ტრანსფორმერები 2023 წლის ივნისში ბრუნდებიან.

ტრანსფორმერების ახალი ფილმის Transformer: Rise of the Beasts-ის („ტრანსფორმერები: მხეცების აღზევება“) ვიდეო ანონსი უკვე მზადააა და ჰაერით გაგრილებადი Porsche-ების მოყვარულთათვის კარგი ამბავი გვაქვს: ფილმში 964-თაობის Porsche 911 მონაწილეობს.

@arun09345

New Movie Transformers: Rise of the Beasts coming in 2022! ????????#Transformers #Filming #OptimusPrime #Heroes #Movies

♬ Arrival to Earth - Steve Jablonsky

 

მოქმედება 1990-იანებში ხდება. დედამიწაზე ავტობოტებისა და დესეპტიკონების ბრძოლას მაქსიმალები, პრედაკონები და ტერორკონები უერთდებიან.

რეჟისორი სტივენ ქეფლ ჯუნიორია, რომელმაც Creed II გადაიღო. ფილმში ავტომოყვარული ყოფილი სამხედროს ნოას როლს ანტონი რამოსი შეასრულებს. ელენა, რომლის როლსაც დომინიკ ფიშბექი თამაშობს, მუზეუმის მკვლევარია.

ვიდეო ანონსში წითელი სატვირთო ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპტიმუს პრაიმს ისევ ვიხილავთ. Bumblebee ისევ Chevrolet Camaro-დ გარდაიქმნება. Porsche 911 კი ავტობოტი მირაჟი იქნება.

ფილმში მონაწილეობას პიტერ დინქლეიჯი, პიტ დევიდსონი და მიქაელა ჯეი როდრიგესიც მიიღებენ.

ეს ტრანსფორმერებზე მეშვიდე და მეორე ფილმია, რომელსაც მაიკლ ბეი არ იღებს. თუმცა, მის სახელსა და გვარს პროდიუსერების სიაში შევხვდებით. Transformers: Rise of the Beasts-ის პრემიერია 2023 წლის 9 ივნისსაა დაგეგმილი.

გაზიარება: