Aa Aa
7 დეკემბერი 2022  |  11:14

Munro MK_1 375-ცხენისძალიანი ელექტრო ყველგანმავალია

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ელექტრო 4x4.

თუ Rivian R1S არ მოგწონთ და Mercedes EQG-სთვის ლოდინი გეზარებათ, შეიძლება ამ აგურის ფორმის ავტომობილმა დაგაინტერესოთ.

Munro Vehicles-ი შოტლანდიაში 2019 წელს დაარსდა. ახლა კი მათ ავტომობილი გამოუშვეს, MK_1 დაარქვეს და ყველაზე ძლიერ 4x4 ავტომობილად შერაცხეს. თუ ამ ავტომობილის ფორმა რაღაცას გაგონებთ, მაშინ თქვენ ერთადერთი არ ხართ. MK_1 კიდევ ერთ ელექტრო სუვ Bollinger B1-ს ჰგავს.

ამ ელექტრო ავტომობილს აგრეგატის 2 არჩევანი აქვს: 295-ცხენისძალიანი და 375-ცხენისძალიანი. კლიენტებს არჩევანის გაკეთება 61-კვ/სთ-იანი ან 82კვ/სთ-იანი ბატარეის არჩევა შეუძლიათ. მაქსიმალური გამძლეობა 306 კილომეტრია. Munro-ს მტკიცებით, MK_1-ს ერთი დამუხტვით უგზოობაში სიარული 16 საათის განმავლობაში შეუძლია.

ბატარეა 15-დან 80%-მდე 36 წუთში იმუხტება. 100%-მდე დასამუხტად 3 საათი სჭირდება. 8-წლიანი მოხმარების და 161 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, ბატარეის სიმძლავრე 80% იქნება.

Munro-ს მტკიცებით ავტომობილს 700ნმ აქვს. მას 1000კგ ტვირთის გადატანა და 3500კგ-ს ბუქსირება შეუძლია. Performance ვერსია 100კმ/სთ-მდე 4.9 წამში აღწევს. ავტომობილის ინჟინერია მაბრუნ მომენტზეა ორიენტირებული. ამიტომ, მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 129კმ/სთ-ია.

სტანდარტული ბლოკირებული დიფერენციალით, ან არჩევითი წინა და უკანა ბლოკირებული დიფერენციალებით, 2-სიჩქარიანი სარიგებელი კოლოფით, Mk_1 ნამდვილი ყველგანმავალია. კლირენსი 480 მილიმეტრია. ავტომობილს 800 მილიმეტრის სიღრმის წყალში გავლა შეუძლია.

Munro საწყის ფასად $61,000-ს ასახელებს. Mk_1 ხელნაკეთია და მისი კლიენტებისთვის მიწოდება 2023 წლიდან დაიწყება.

გაზიარება: