ტაილანდში უიშვიათესი Porsche-ების მილიონიანი სამოთხე აღმოაჩინეს
Aa
Aa

ტაილანდში უიშვიათესი Porsche-ების მილიონიანი სამოთხე აღმოაჩინეს

ტაილანდში მცხოვრებმა უძრავი ქონების დეველოპერმა და უბრალოდ Porsche-ს დიდმა მოყვარულმა, თავისი მრავალმილიონიანი აშშ დოლარის ღირებულების სუპერქარების კოლექცია გამოაჩინა. კოლექცია ათობით სუპერქარს აერთიანებს, მათ შორის Porsche-ს, Ferrari-ს, Lamborghini-ს და სხვა მოდელებს.

თუმცა ამ არც თუ ისე მოკლე სიაში, არაერთ შედარებით ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ძვირფას ქვასაც შეხვდებით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ავტოენთუზიასტს მანქანები ძალიან უყვარს და უფრო მეტიც, საკმაოდ კარგად ერკვევა მათ შესაძლებლობებსა და ისტორიაში.

მისი საყვარელი ავტომობილი კი Porsche-ია. ეს გასაკვირი არცაა, თუმცა არის ერთი კონკრეტული მანქანა, რომელიც ყველა დანარჩენზე გამორჩეულია - თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისი სუბიექტური აზრით. რეალურად მხოლოდ მისი Porsche-ების კოლექცია რამდენიმე მილიონის ღირებულებისაა. ავტოფარეხში ჯამში 16 ერთეული Porsche-ს მოდელი მოიძებნება, სხვადასხვა ასაკისა და ფასის.

კოკოს ეკუთვნის იშვიათი Porsche-ების გრძელი სია, მათ შორის სამი განსხვავებული GT3 RS, Carrera GT და ულტრა იშვიათი 911 'G' Safari. დეველოპერის საკუთრებაშია რამდენიმე Lamborghini და Ferrari-იც. თუმცა ეს ალბათ დიდად გასაკვირი არც უნდა იყოს. ვინ იტყოდა უარს მათ ფლობაზე? თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ახლა იწყება.

კოკოს ძვირად ღირებულ ავტოფარეხში Ariel Atom Mugen-საც აღმოაჩენთ, რომელიც მხოლოდ 10 ეგზემპლარად მოიძებნება. ასევე Ford G-ს, Toyota GR 86-სა და GR Yaris-საც კი.

მისი საყვარელი მანქანა კი, მსოფლიოში ალბათ საჯარო ტრასებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი Porsche-ია. თქვენ წინაშეა Porsche 911 997 GT3 RS. GT3 RS ვერსია, რომელიც ამჟამინდელ 911-მდე ორი თაობით ადრე გამოვიდა. როგორც კოკო აცხადებს, ამ მოდელის მართვა უბრალოდ საოცარი გამოცდილებაა. ერთი, რომ თავისი სიმძლავრით გამოირჩევა და მეორე, რომ სამთო გზებისთვისაც კი გამოსადეგია.

ის ასევე ძველი სკოლის შეგრძნებების მოყვარულია - მას აქვს Boxer-ის ატმოსფერული ძრავა და კლასიკური მექანიკური გადაცემათა კოლოფი. როგორც კოკო იხსენებს, მან თავისი საყვარელი Porsche-თი სამთო გზებზე 10 საათზე მეტი იმგზავრა და მხოლოდ საწვავის შევსებისთვის ჩერდებოდა.