ელექტრომობილი, მათე რიმაცი, ბუგატი, აჩქარების რეკორდი, რიმაც გრუპი, ბუგატი შირონი სპორტი
Aa
Aa

რატომ არის მათე რიმაცი „ყველა დროის ყველაზე მაგარი აღმასრულებელი დირექტორი“?

Rimac Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, მათე რიმაცი, ავტოენთუზიასტთა შორის, მისი დახვეწილი საავტომობილო გემოვნებისა და რა თქმა უნდა, მისივე ხელმძღვანელობით შექმნილი მოდელების გამო, სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. ახლა კი მას ბევრი „ყველა დროის ყველაზე მაგარ აღმასრულებელ დირექტორსაც“ უწოდებს და აი, თუ რატომ.

Karlo.Media-ს ავტომოყვარულთა ჯგუფმა, მათე რიმაცი ერთ საღამოს, მისი Buggati Chiron Sport-ის საჭესთან შენიშნეს და ხუმრობით ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა სუპერქარით გასეირნება. მათ გასაკვირად რიმაცი დათანხმდა და ერთ-ერთ მათგანს ამის საშუალებაც მისცა.

Karlo.Media-ს მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ამ საქციელის გამო, გულშემატკივრები რიმაცისთვის დადებით შეფასებებს არ იშურებდნენ:

  • „მათე რიმაცი ნამდვილად საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორია“.
  • „მათე რიმაცი და კრისტიან კოენიგსეგი ამ საქმეში ნამდვილად კულტურის გამო არიან და არა ფულის“.
  • „ყველა დროის ყველაზე მაგარი აღმასრულებელი დირექტორი — ახლოსაც კი ვერავინ მივა“.

ხოლო იმ პირმა, რომელსაც მათე რიმაცის ავტომობილის გამოცდის ბედნიერება ხვდა წილად, ყველაფერი იდეალურად შეაჯამა: „გმადლობ, მეგობარო რიმაც, ჩვენი დღის გალამაზებისთვის“.

View this post on Instagram

A post shared by Karlo (@karlo.media)

ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც რიმაცი მთავარ განსახილველ თემად იქცა. ისიც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ძალიან ხშირად ხდება. თუნდაც, ცოტა ხნის წინ, Rimac Nevera R-მა, რიმაცის სრულად ელექტრო ჰიპერქარმა, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი, „აჩქარების რეკორდი“ მოხსნა. და ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ არც რიმაცი და არც მისი გუნდი ამაზე არ გაჩერდება. 

 

მსგავსი სიახლეები