სუპერქარი, Maserati, Alfa Romeo, იტალიური დიზაინი, Alfa Romeo Giulia, Maserati MC20
Aa
Aa

იტალიის პოლიციას ახალი სუპერქარი ეყოლება

Maserati-მ ახალთახალი MCPura წარადგინა, რომელიც ექსკლუზიურად იტალიის პოლიციას გადაეცემა — სუპერქარების იტალიელმა მწარმოებელმა გულშემატკივრებს იმედები ამჯერად არ გაუცრუა და შეიძლება ითქვას, კარაბინიერები ამიერიდან ყველაზე მაგარი მანქანის მფლობელი პოლიციელები იქნებიან...



MCPura მაზერატის MC20-ის განახლებული ვერსიაა. მას ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკური ძარა და ორი ტურბინით აღჭურვილი 3-ლიტრიანი Nettuno V6 ძრავი აქვს, რომელიც 621 ცხ.ძ-სა და 730 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. 

ძრავა დაკავშირებულია 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან, რომელიც გამომუშავებულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებს გადასცემს. ეს 1475კგ-იან სუპერქარს 0-დან 100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს შეადგენს. 


პოლიციის განცხადებით, ავტომობილს ექსტრემალურ სიტუაციებში დაზარალებულისათვის აუცილებელი სისხლისა და ორგანოების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ. 

გარდა Maserati-სა, კარაბინიერებმა მიიღეს Alfa Romeo Giulia Quadrifoglio-ც. ულამაზესი სედანი, რომელიც ორტურბინიანი, 2.9-ლიტრიანი V6-ითაა აღჭურვილი და საკმაოდ შთამბეჭდავ 513 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 

მსგავსი სიახლეები