Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  11:10

2022 წლის BMW Alpina B8 Gran Coupe-ს პაპარაცული სურათები: Alpina-ს ფლაგმანი გზაშია

Alpina მე-8 სერიის Gran Coupe-ს ახალი პროტოტიპის ტესტირებისას შენიშნეს.

Alpina მე-8 სერიის ბაზაზე ახალი მოდელის შემუშავების შესახებ გადაკვრით საუბრობდა. ახლა კი უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პროექტზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. ავტომობილს B8 Gran Coupe დაერქმევა და ის Alpina B6 Gran Coupe-ს ჩაანაცვლებს, რომელიც მე-6 სერიის ბაზაზე შეიქმნა.

Alpina-ს უახლეს შემადგენლობაში მე-7 სერიაზე დაფუძნებული B7 და X7-ზე დაფუძნებული XB7-ა. ორივე მათგანის ფასი 142 000$-დან იწყება და მაღალი ალბათობით, B8 Gran Coupe მათზე უფრო ძვირი ეღირება.

B8 Gran Coupe-ს უახლესი პროტოტიპი ჩვეულებრივი მე-8 სერიისგან უნიკალური წინა და უკანა სარტყელით და მრგვალი მაყუჩებით განხვავდება. სატესტო ავტომობილი Alpina-ს დისკებსა და, სავარაუდოდ, Alpina-ს სამუხრუჭე პაკეტს მოიცავს.

მოწინავე პროტოტიპს Alpina-ს ინტერიერი ექნება. კომპანია საკუთარ ინდივიდუალურ საჭეს და მაჩვენებელთა დაფას შექმნის.

BMW M-ი მე-8 სერიის გადაკეთებულ ვერსიებს უკვე გვთავაზობს. M8 მოდელებს 4.4-ლიტრიანი მოცულობის, ორ ტურბინიანი, V8 ძრავა აქვს, რომელიც Competition პაკეტში 617 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Alpina-ს B8 Gran Coupe კი XB7-ში არსებულ 4.4 ლიტრის V8-ს გამოიყენებს, რომელიც 612 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

ასეთი წარმადობა B8 Gran Coupe-ს 0-დან 100-მდე აჩქარებას 3.0 წამში შეძლებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ იქნება.

თუ თქვენ ავტომობილის შეძენით ხართ დაინტერებული, გეტყვით, რომ უნდა იჩქაროთ. „ალპინას“ მსოფლიო მასშტაბის გაყიდვები, წლიურად, 2 000-მდეა შეზღუდული. ცნობისთვის, 2020 XB7-ის ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

გაზიარება: