ჰიბრიდი, ქარხანა, ჰონდა
Aa
Aa

$2.5 მილიარდი მხოლოდ ჰიბრიდებისთვის | Honda ახალ ქარხანას აშენებს

ორი ახალი ელექტრომობილის წარმოების გეგმების შეჩერების შემდეგ — რომლებიც კომპანიის 0 Series-ის ნაწილი უნდა ყოფილიყო — Honda ფსონს ჰიბრიდებზე ჩამოდის. კერძოდ კი, ახალ ქარხანაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოში უნდა აშენდეს. იაპონური ავტომწარმოებელი დარწმუნებულია, რომ რეგიონში ჰიბრიდებზე მზარდი მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნდება და არც ამ მიმართულებით $2.5-მილიარდიან ინვესტიციას უშინდება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda

გავრცელებული ცნობით, ოჰაიოში დაგეგმილი პროექტის ღირებულებამ შესაძლოა $2.5 მილიარდს მიაღწიოს. ეს ინვესტიცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ Honda-ს გაყიდვების დაახლოებით 40% ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონზე მოდის. 2027 წლის მარტით დასრულებული ფისკალური წლის მონაცემებით, კომპანია ადგილობრივი გაყიდვების წლიურად 6%-ით ზრდას ელოდება.

მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, Honda-ს ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების ზრდა სჭირდება. სწორედ ამისთვის გეგმავს აქ ახალი ქარხნის აშენებასაც. შტატის მმართველობასთან შეთანხმების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქარხანა Honda-ს ოჰაიოში არსებულ საწარმოსთან ახლოს განთავსდება. ქარხნის მშენებლობა შესაძლოა მომავალ წელს დაიწყოს, წარმოება კი — 2030 წლიდან.

Nikkei Asia-ს ცნობით, ახალი ქარხანა წლიურად 250 000-მდე ავტომობილის წარმოებას შეძლებს. ძირითადად კი, დიდი ზომის ჰიბრიდულ მოდელებზე იქნება ორიენტირებული. მათ შორის, შესაძლოა, შემდეგი თაობის Acura MDX-იც ვიხილოთ, რომელიც Honda-ს სხვა მოდელებთან გაიზიარებს პლატფორმას.

საინტერესოა, რომ ახალი SUV ერთადერთი ახალი მოდელი არაა, რომელსაც Acura ამზადებს. აგვისტოს ბოლოს გავრცელებული ცნობებით, Acura ფლაგმანურ სამრიგიან SUV-ზეც მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპზე Acura XL-ის სახელით მოიხსენიებენ. ის ისეთი მოდელების კონკურენტად მოისაზრება, როგორებიცაა Lexus TX და Buick Enclave.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები