Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  10:42

Taraschi Berardo: BMW i8 იტალიურ სტილში და 520 ცხენის ძალა

ხისა და ტყავის ინტერიერი შთამბეჭდავია.

წინა თვეში Taraschi-მ თავისი დაბრუნება დააანონსა და ახალი ავტომობილის სურათი ნაწილობრივ გამოაჩინა. ახლა კი ახალი მოდელის სურათი გვაქვს, რომელზეც ის მთლიანად ჩანს. ახალ მოდელს Berardo ჰქვია. მისი მრგვალი ფორმები იმ სპორტული ავტომობილებისას ჰგავს, რომელსაც კომპანია 65 წლის წინ უშვებდა.

დახვეწილი ექსტერიერის ქვეშ, რომელიც 1953 Giaur 750 Champion Sport-ით არის შთაგონებული, BMW i8 იმალება. ექსტერიერი ალუმინისაა და ხელნაკეთია. მაშუქები ოვალური ფორმისაა. ცხაურა - მცირე ზომის. ავტომობილის უკანა მხარე მინიმალისტური და დახვეწილია. სურათზე მაყუჩის ორ მილს ვხედავთ.

სალონში  BMW-სგან კარგად ნაცნობ დეტალებს შევხვდებით. თუმცა, ძირითადი ნაწილი შეცვლილია და მუქ ყავისფერშია გადაწყვეტილი. ტყავი და ხე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. Taraschi-მ ცენტრალური კონსოლიც დახვეწა. Berardo-ს i8-ს მსგავსი კარები აქვს.  

საერთოა ჰიბრიდული აგრეგატიც: 1.5-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავა და ელექტრო მოტორი. I8-ს 374 ცხენის ძალა აქვს, Berardo-ს - 420. ახალი მოდიფიკაციებით ამ ძალების გაზრდა 470-მდე ან 520-მდეა შესაძლებელი, რაც 1 500-კილოგრამიანი ავტომობილისთვის საკმაოდ ბევრია. გაუმჯობესების შემთხვევაში ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 3.9 წამში მიაღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 280კმ/სთ იქნება.

გაზიარება:

ცხელი სიახლეები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში