მოდიფიცირება, მერსედეს ბენცი, მერსედეს ჯი კლასი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი, ვაიდბოდი
Aa
Aa

Mercedes-AMG G63-ის კიდევ ერთი Widebody ვერსია, რომელიც „არავის უთხოვია“

Mercedes-Benz G-Class-ის კიდევ ერთი რადიკალური Widebody ვერსია შეიქმნა. Larte Design-მა თანამედროვე G-Class-ისთვის საკუთარი წარმოების სრულმასშტაბიანი კიტი შექმნა, რომელიც ავტომობილს გაცილებით აგრესიულ იერს მატებს.

ტიუნინგ-კომპანია წარსულში საკმაოდ ექსტრავაგანტული პროექტებით იყო ცნობილი, მათ შორის, ფერადი კარბონის დეტალებით. ამჯერად, ახალი პროექტი სრულად Widebody კონცეფციას ეფუძნება და 16 ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება. მათი უმეტესობა, სიმსუბუქის შესანარჩუნებლად, სწორედ კარბონისგანაა დამზადებული.

G-Class-ს სრულიად ახალი, უჩვეულო დიზაინის კაპოტი, ბამპერი, ცენტრალური ცხაური და ემბლემა დაუყენეს. თუმცა, პირველი, ალბათ, რაც ყველას ყურადღებას იპყრობს, ბამპერის ქვედა ნაწილში განათებული დეტალებია, რომლებიც დღის სავალი განათების ფუნქციას ასრულებს. ავტომობილს წინ და უკან ბორბლებისთვის გაფართოებული თაღები აქვს და 19-დუიმიანი შავი დისკები უყენია.

G-Class-ის სახურავის წინა ნაწილში კარბონისგან დამზადებული განათების ბლოკი დამონტაჟდა, უკანა ნაწილში კი პატარა ზომის სპოილერიც დაემატა. თუმცა, 3-ის მსგავსი ავტომობილისთვის უკანა ღერძზე აეროდინამიკური დაწოლის დამატებით შექმნა, ბუნებრივია, განსაკუთრებულ საჭიროებას არ წარმოადგენს.

Larte-მ პირველი ორი საპრეზენტაციო ავტომობილი შავ და ტიტანის ფერებში წარადგინა. თუმცა მომხმარებელს ფერის არჩევის შესაძლებლობაც ექნება.

საინტერესოა, რომ ამ მოდიფიკაციების მიუხედავად, ტიუნერმა ძრავა უცვლელად დატოვა. თანაც მაშინ, როდესაც Brabus-ი და Mansory, რომლებიც G-Class-ის ვიზუალურ მოდიფიკაციებთან ერთად ძრავასა და ტექნიკურ ნაწილებსაც მნიშვნელოვნად ცვლიან...

თუმცა Larte-ს გერმანული SUV-ის ქარხნული შესაძლებლობებისთვის ხელი არ უხლია. შედეგად, ეს მოდელი კვლავ 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 48-ვოლტიან mild-ჰიბრიდ სისტემასთანაა დაწყვილებული. შედეგად, ავტომობილის სიმძლავრე 577 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო მაბრუნი მომენტი — 850 ნიუტონმეტრს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები