ელექტრომობილები, უკან გაწვევა, ბიუაიდი, ბივაიდი, ბიუაიდი ცინი, ბიუაიდი თანგი
Aa
Aa

ჩინური BYD 180 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს | მიზეზი

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი, BYD 180 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს. ქვეყნის ბაზრის მარეგულირებლის განმარტებით, კომპანიამ ავტომობილების სამუხრუჭე სატერფულის ერთ-ერთი კომპონენტის ქარხნული წუნი გამოავლინა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ჩინეთის ბაზრის რეგულირების ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გაწვევა 183 211 ავტომობილს შეეხება. მათ შორისაა BYD-ის 2014-დან 2022 წლამდე წარმოებული Qin და Tang-სერიების მოდელები. დეფექტი სამუხრუჭო ხუნდის გარკვეულ პარტიას უკავშირდება. კერძოდ, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, დეფექტური კომპონენტი შესაძლოა გაიბზაროს და ადგილიდან მოწყდეს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, დაზიანების გამო ავტომობილის მუხრუჭის მაშუქი მუდმივად ანთებული იქნება, იმის მიუხედავადაც, რომ მძღოლს სატერფულზე ფეხი არ უდგას. ამან კი შესაძლოა სხვა მძღოლები შეცდომაში შეიყვანოს და მოძრაობისას საავარიო ვითარება შექმნას.

BYD-ის განცხადებით, გაწვეულ ავტომობილებზე დეფექტის მქონე კომპონენტებს კომპანიის ავტორიზებული დილერები უფასოდ შეცვლიან.

ავტომობილების უკან გაწვევა დააანონსა ელექტრომობილების კიდევ ერთმა ჩინურმა მწარმოებელმა, Nio-მ. ეს უკანასკნელი Firefly-ს ბრენდის 686 ავტომობილს გაიწვევს უკან. ამ შემთხვევაში დეფექტი საჭის სისტემაშია აღმოჩენილი, რამაც, მარეგულირებლის განცხადებით, უკიდურეს ვითარებაში ელექტროგამაძლიერებლის მუშაობას შეაფერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები