Aa
Aa

Mercedes-AMG GT Black Series-ი Nurburgring-ზე სერიულად წარმოებული ავტომობილების რეკორდს ამყარებს

ეს წინაძრავიანი ავტომობილისთვისაც დიდი მიღწევაა!

Mercedes-Benz-ი Nurburgring-ის რეკორდებზე ნადირობს. ავტომწარმოებელბა ახლახანს Nordshleife-ზე ყველა სწრაფი 4-კარიანი ავტომობილის ტიტული GT63 S-ით მოიპოვა. თუმცა, გამოდინარე იქედან, რომ Jaguar XE Project 8 უფრო სწრაფია ჯილდოს სტატუსი ჯერ მაინც გაურკვეველია. გაურკვევლობას Jag-ის უკანა რიგის არარსებობა ქმნის. Mercedes-AMG GT Black Series-ი კი გაურკვევლობას არ ქმნის. ის სერიულად წარმოებულ ავტომობილებში„წრის მეფეა“.

თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ რეკორდი საკმაოდ მცირედით გაუმჯობესდა. ტიტული აქამდე Lamborghini Aventador SVJ-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 2018 წელს წრე 6:44.970-ში დაფარა. AMG GT Black Series-მა კი 6:43.61 აჩვენა. სხვაობა 1.36 წამია, თუმცა, ეს რეკორდის მოსახსნელად სავსებით საკმარისია. ავტომობილი მართლაც რომ საწარმოო კონფიგურაციისა და მასში არაფერია ისეთი, რასაც Black Series-ის მფლობელები თავად ვერ შეძლებენ.

ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან AMG GT Black Series-ი პროფილური დაკიდების სისტემით არის წარმოებული. რეკორდული გარბენისთვის AMG-ის ინჟინრებმა ამორტიზატორები წინ 5, ხოლო უკან 2,5 სანტიმეტით დაბლა დასწიეს. თვლების უარყოფითმა ნახარმა წინ 3.8, ხოლო უკან 3 გრადუსი შეადგინა. მძღოლმა დამატებით AMG-ს 9 საფეხურიანი მოჭიდების კონტროლის სისტემა ტრასის სექციების მიხედვითაც დაარეგულირა.

საბურავების მხრივ, რეკორდული გარბენი Michelin Pilot Sport Cup 2 MO-თი შესრულდა, რითაც Black Series-ი სტანდარტულადაა აღჭურვილი. ორტურბინიანი, 4-ლიტრიანი V8 ძრავა სტანდარტულად დარჩა. შეგახსენებთ, რომ აგრეგატის 720 ცხენის ძალა მხოლოდ უკანა ღერძზე გადის. მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ს შეადგენს, მაგრამ აეროდინამიკული პაკეტის განთავსების შემდეგ მწვანე ჯოჯოხეთის Dottinger Hohe-ს სწორ გზაზე ავტომობილმა 300 კმ/სთ განავითარა.

რეკორდი უფრო შთამბეჭდავი ხდება მაშინ, როდესაც AMG GT-ს წინაძრავიანი არქიტექტურა გვახსენდება. ავტომობილმა უკანა და შუაძრავიან მოწინააღმდეგებს უჩვეულო კონკურენცია გაუწია. მეტიც, ის პირველი წინაძრავიანი ავტომობილია, რომელმაც 6-წუთიანი ბარიერი მოხსნა. Black Series-მა Dodge Viper ACR-ის 7:01 წამი თითქმის 20 წამით გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები