Aa
Aa

FIA Rally Star-ს საქართველო გახსნის!

საუკეთესო შესაძლებლობა ქართველი ავტომოყვარულებისთვის!

პირველად არსებობის ისტორიაში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს 4-წლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Star, რომელსაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია უერთდება. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო ნიჭიერი, ახალგაზრდა ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის რალის სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო ის, რომელიც ამ გრანდიზოულ პროექტ Fia Rally Star-ს გახსნის.

პირველი შესარჩევი 14 თებერვალს თბილისსში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას ავტოსადგომზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 2 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი (თბილისი, თელავი, ქუთაისი) და 1 ფინალური (თბილისი) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგონა. 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.

 

Fia Rally Star Georgia - ს შესარჩევის ფორმატი:

  • ორგანიზატორის მიერ იქნება გამოყოფილი სამი იდენტური ავტომობილი
  • შესარჩევის დღეს პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ გაიარონ იდენტური ჩქაროსნული სლალომი, ხოლო საუკეთსო 30 ბიჭი და 15 გოგო გადავა მეორე ეტაპზე
  • საუკეთსო შედეგი ვლინდება ნაჩვენები დროის და უშეცდომოდ გავლილი მონაკვეთების შეჯამებით
  • საერთო ჯამში თითოეული ლოკაციის ღონისძიებიდან (თბილისი, თელავი, ქუთაისი) შეირჩევა საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგო მონაწილე

შეჯიბრებების ფინალური ეტაპი 14 მარტს თბილისში გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.

Fia Rally Star Georgia  - ზე მონაწილეობისთვის აუცილებელია:

აკმაყოფილებდეთ ასაკს 18 - 26 წლის ჩათვლით
გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ლინკზე შესაბამისი ლოკაციის მიხედვით
გქონდეთ მართვის მოწმობა
დაიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები
დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი 
შეჯიბრება არის ავტოსპორტის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისთვის
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, თითოეულ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ პირველი 150 მსურველი 
არ დაიშვებიან მონაწილეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე მოხვედრილები არიან 10 საუკეთესო მრბოლელს შორის.

მსგავსი სიახლეები