პროტოტიპები, ჰონდა, ჰონდა პრელუდი, იაპონური კლასიკა, ვ8, ენ ეს იქსი
Aa
Aa

ჰონდას V8, რომელიც ძალიან საინტერესო იქნებოდა

ავტო მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული მოდელები ხშირ შემთხვევაში ყველაფერი არაა, რაზეც დახურული კარების მიღმა მუშაობენ. ბრენდები რეალურად უფრო მეტ პროექტებზე მუშაობენ, ვიდრე ჩვენ ამას პრეზენტაციებზე ვხედავთ. ყველა იმ პროექტს, რომელიც ვერ ან არ დამტკიცდა თავისი მიზეზი და ისტორია აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უამრავი თაროზე შემოდებული საავტომობილო პროექტი არსებობს, რომელიც სამწუხაროდ ავტომოყვარულებმა ვერ ვიხილეთ.

Honda Planned a Mid-Engine V8 NSX Predecessor But the '70s Oil Crisis  Killed It

ჰონდა იმ მწარმოებელს მიეკუთვნება, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია და ეს მუდმივად ასე იყო. 70-იან წლებში სოიჩირო ჰონდას ისეთი მძლავრი სუპერქარის შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელიც ამერიკულ და ევროპულ მოდელებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა. აღნიშნულ მოდელზე კომპანიის მთავარ ოფისში ინჟინრები მუშაობას შეუდგნენ. დიზაინის შექმნის შემდეგ ძრავზე დაიწყეს ფიქრი და საბოლოოდ Chevrolet Impala-ს 8-ცილინდრიანია და 5.7-ლიტრიანი აირჩიეს.

 Honda Planned a Mid-Engine V8 NSX Predecessor But the '70s Oil Crisis  Killed It

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ მოდელის ორ კონფიგურაციაზე მუშაობდნენ - წინ განთავსებული აგრეგატით და შუაძრავიან ვერსიებზე. ერთი შეხედვით ავტომობილი Lancia Stratos ჰგავდა, თუმცა წინა ნაწილი პრელუდის მსგავსი ჰქონდა, ხოლო უკანა კი Lotus Espriti-ს.

Mid engine V8 sports car from Honda in the 70s, that never entered  production. : r/WeirdWheels

მიუხედავად ამბიციური იდეისა, კომპანიამ არა თუ პროექტის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, არამედ მისი დამტკიცებაც კი ვერ მოხერხდა. ამ ყველაფრის მიზეზი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია და ძალიან სამწუხაროა, რომ 8-ცილინდრიანი ჰონდას პროექტი მხოლოდ ფურცლებზე დარჩა და არქივში ინახება.

მსგავსი სიახლეები