ელექტრომობილი, როუდსტერი, ფორდ მუსტანგი შელბი, ვ8, შელბი, ქეროლ შელბი, ოულდსმობილი
Aa
Aa

Shelby, რომელმაც Cobra-ს შთამომავლობა ვერ გააგრძელა

ავტომოყვარულებისთვის კარგად ნაცნობ ქეროლ შელბის კომპანიაში 1998 წელს ლეგენდარული AC Cobra-ს გვარის გამგრძელებელი გამოჩნდა. მას პირველი სერია უწოდეს და 2005 წლამდე მხოლოდ 249 ერთეული დამზადდა. ამ ავტომობილს ალუმინის ძარის ჩარჩო ჰქონდა, ხოლო თვითონ ძარა მინაბოჭკოსგან იყო დამზადებული. მიუხედავად ავტომობილის დიდი გაბარიტებისა, მისი წონა შთამბეჭდავად დაბალი გამოვიდა - 1 200 კილოგრამი.

1999 Shelby Series 1 Prototype for sale on Sotheby's Motorsport - (Lot #  302) | Sotheby's Motorsport

პირველ სერიაში Oldsmobile Aurora-ს 4-ლიტრიან V8-ს იყენებდნენ, რომელსაც 320 ცხენის ძალა ჰქონდა. დამატებითი თანხის შემთხვევაში კომპრესორი დაყენებაც იყო შესაძლებელი, რაც 450 ცხენის ძალას განაპირობებდა. ეს ავტომობილი სპეციალურ შეკვეთებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ დამკვეთს თანხის დამატების შემთხვევაში უამრავი დეტალის გაძლიერება შეეძლო.

1999 Shelby Series 1 Prototype for sale on Sotheby's Motorsport - (Lot #  302) | Sotheby's Motorsport

2006 წელს მეორე სერიის Shelby ვიხილეთ, რომელიც მეტად დახვეწილი იყო. თუმცა მისმა წარმოებამ ძალიან ცოტა ხანს გაძლო. 2024 წელს კომპანიამ მეორე სერიის მოდელები კვლავ განაახლა, რომლებიც გაცილებით ძლიერი აგრეგატებით სარგებლობდნენ. სულ სამი ვერსია არსებობდა - 7-ლიტრიანი V8, 7.3-ლიტრიანი V8 და თანამედროვე ტენდეციებიდან გამომდინარე სრულად ელექტრო მოდელიც კი გამოუშვეს.

Celebrating one of Carroll Shelby's finest, the Series 1 | Automotive  Affairs by Nauman Farooq

აღნიშნული მოდელები მხოლოდ ნაჭრის სახურავით გამოდიოდა და რკინის სახურავიანი ვერსია პროექტის დონეზეც კი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოდელს Cobra-ს მსგავსი უდიდესი და ლეგენდარული წინაპარი ჰყავდა, მისი შთამომავლობის გაგრძელება სათანადოდ ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები