საწვავი, საწვავის ფასი
Aa
Aa

აგვისტოში საწვავზე ფასების ზრდა გველოდება

აგვისტოში საწვავზე ფასების ზრდა გველოდება,- ამის შესახებ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

"აგვისტოში ბენზინის გაძვირება გველოდება"

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„რუსეთის ფედერაცია გეგმავს დროებით აკრძალოს ბენზინის ექსპორტი ქვეყნებიდან – რაც უკვე იქცა შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის რეაქციად.

 

აკრძალვა, სავარაუდოდ, გავრცელდება ყველა ტიპის ბენზინის ექსპორტზე, გარდა იმ ქვეყნების, რომლებიც შედიან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ბელარუსი, ყაზახეთი და სხვა.) ან აქვთ ორმხრივი შეთანხმებები რუსეთთან (მაგალითად, მონღოლეთი).

ეს გადაწყვეტილება, წინასწარი ინფორმაციით, 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება და შეიძლება გაგრძელდეს სექტემბრის ბოლომდე ან მეტიც.

საქართველო და რეგიონის გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის რუსეთიდან საწვავის ძირითადი იმპორტიორი, რეგიონში ასეთი ცვლილებები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფასებზე ან ალტერნატიული ბაზრების საჭიროებაზე. სავარაუდოდ, ფასები ბენზინზე და საწვავზე 5% ით გაიზრდება,“- წერს შენგელია.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები