ახალი თაობის Niva წლების შემდეგ პირველად შეიცვლება
Aa
Aa

ახალი თაობის Niva წლების შემდეგ პირველად შეიცვლება

მოდელის გამოსვლა 2024 წლისთვის დაანონსდა. 

Renault Group-ის გლობალური პრესკომფერეციის ფარგლებში, განცხადება Lada-ს განვითარების გეგმის შესახებაც გაკეთდა. უფრო კონკრეტულად, გავრცელდა ორიგინალი "ნივას" მემკვიდრის პირველი გამოსახულება. მისი წარმოება 2024 წლიდან დაიწყება.

ანონსში ნაჩვენებია Lada Niva კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც მაღალი ალბათობით სერიულისგან განსხვავებული იქნება. თუმცა, ამ გამოსახულებაში ჩანს ნამდვილი, ლეგენდარული Niva-ს დამახასიათებელი ვიზუალი.

საინტერესოა ისიც, რომ კომპანიამ უარი თქვა Lada X ფორმის საფირმო სტილზე და ის ახლა Land Rover Defender-ს მოგვაგონებს. დენი ლევიუტას განცხადებით, რომელიც ახლა Dacia Lada-ს განყოფილებაზეა პასუხისმგებელი, ახალ Niva-ს ორი ტიპის კორპუსი ექნება. მანვე დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოდელს საფუძვლად CMFB  პლატფორმა დაედება. 

მისივე თქმით Niva გლობალური მოდელი გახდება და მისი შეძენა სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. ახალი Niva გახდება ერთ-ერთი Lada-ს სრულიად ახალი მოდელიდან, რომელიც 2025 წლამდე უნდა გამოვიდეს.

წყარო: palitranews.ge

მსგავსი სიახლეები