ნამდვილი „გოძილა“ იაპონური ავტომწარმოებლისგან: 2020 წლის Nissan GT-R
2020 წლის Nissan GT-R-ს ენთუზიასტებმა „გოძილა“ შეარქვეს და ეს სახელი მას სრულიად შეეფერება. ეს მანქანა წამოუდგენლად ძლიერია. მოუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე Nissan-ს მანქანა ამ ათი წლის განმავლობაში მაინცდამაინც არ შეუცვლია, მისი აჩქარება V6 ძრავით და AWD სისტემით, გასაოცარია. გზებზე ამ მანქანით ზღვარზე სიარული ჯარიმის მიღების გარეშე ვერ ჩაივლის. ერთი რამ კი უდავოა, ამ მანქანის ტარება თანაბრად სასიამოვნოა, როგორც სწორ გზებზე, ასევე მოსახვევებშიც. 2020 წლის GT-R ამაღელვებელია და შესაფერისი ფასიც აქვს.
რა შეიცვალა 2020 წლისთვის?
2020 წლისთვის Nissan-მა თავისი ყველაზე ძვირიანი მოდელი განაახლა, თუმცა მისი დიზაინის ცვლილებას დიდი დრო არ დაუთმო. უპირველეს ყოვლისა, Pure მოდელი აღარ გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზო მოდელის ფასი $14,000-ით გაიზარდა. კომპანიამ 50 წლის იუბილეს საპატივსაცემო მოდელიც დაამატა, რომელიც ძირითადად სალონის განახლებებს მოიცავს. Track Edition მოდელი NISMO-ს აღჭურვილობითაა. ეს შემცირებულ წონას და GT-R GT3 სარბოლო მანქანიდან ტურბოს ნიშნავს.
ფასი
- Premium: $115,135
- 50th Anniversary: $123,635
- Track Edition: $147,135
- NISMO: $212,335
Nissan-ს 6-ციფრიანი ფასი აქვს, მაგრამ GT-R-ის მოყვარულები ფასზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ NISMO მოდელი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეგზოტიკური McLaren 570 და Porsche 911 GT3 RS-ი. შეიძლება ითქვას, რომ Track Edition-ი ყველაზე კარგი არჩევანია, თანაც მას NISMOS მოდიფიცირებული ძრავა მაინც მოყვება და ინტერიერის საუკეთესო დეტალებიც აქვს. დამატებითი არჩევანი კარბონ-კერამიკის მუხრუჭებია, რომლებიც $15,000 ღირს, მაგრამ, ვინც სარბოლო ტრასაზე სიარულს აპირებს, ეს დამატება რეკომენდირებული არაა.
ძრავა და ტრანსმისია
2020 წლის GT-R-ს სტანდარტული „ტვინ-ტურბო“ 3.8-ლიტრიანი V6 აქვს, რომელიც 565 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და AWD სისტემა აქვს. 0-100კმ/სთ-ს 2.6 წამში აღწევს. მისი სისწრაფე და მართვადობა ნებისმიერს თავს გმირად აგრძნობინებს. მეტი გინდათ? მაშინ Track Edition-ი და NISMO მოდელები სცადეთ. მათ 600 ცხენის ძალა აქვს. GT-R-ი მკაცრია, თუმცა არ დაგსჯით. ხმაურიანია, თუმცა ტრასაზე სიარულისას ყურებიდან სისხლს ნამდვილად არ გადენთ. რბილი დაკიდება კი მართვისას კომფორტულია.
GT-R-ს ეკონომიურს ვერ ვუწოდებთ და ის ამისთვის არც არის შექმნილი. ქალაქში 14.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი -10.7 ლიტრს. ამ მანქანის სიმძლავრის კვალობაზე ეს არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია.
ინტერიერი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Nissan-ი ექსტერიერის შეცვლაზე თავს დიდად არ იწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერიც ბევრი ვერაფრით გამოირჩევა.
GT-R-ის წინა სავარძლებზე საკმარისი ადგილია მაშინ, როცა უკან მხოლოდ პატარა ბავშვი თუ მოთავსდება. სალონი მის სტუმრებს ბევრ სტანდარტულ ფუნქციას სთავაზობს. მაგრამ ისინი, ვისთვისაც მდიდრული ექსტერიერი მნიშვნელოვანია და Audi R8 ან Mercedes-AMG GT მოსწონთ, GT-R-ის სალონით იმედგაცრუებული დარჩებიან. ყოველ მოდელს ორ-ზონიანი კლიმატ კონტროლი, ტყავის და ნაჭრის საფარი და გათბობადი სავარძლები აქვს. სალონში ნივთების შესანახი სივრცე ძალიან მცირეა და კარის ჯიბეებით შემოიფარგლება.
2020 წლის ყველა GT-R-ს 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს, რომელიც ასევე მბრუნავი ღილაკით კონტროლდება. Apple CarPlay, Bose აუდიოსისტემა და ნავიგაცია ხელმისაწვდომია, თუმცა Android Auto არ აქვს. საინფორმაციო-გასართობი სისტემის გრაფიკა და მენიუ არც ისე მიმზიდველია, თუმცა მისი გამოყენება ადვილია.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები
2020 წლის GT-R-ს NHTSA-სა და IIHS-ში ჯერ შემოწმება არ გაუვლია. ამ მანქანაში მძღოლის დამხმარე სისტემებსაც ვერ იპოვით, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სისტემები არც მის რამდენიმე კონკურენტში გვხვდება. GT-R-ის უსაფრთხოების სისტემა წინა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებით შემოიფარგლება.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის Nissan GT-R ბევრი არაფრით შეცვლილა, ზედმეტად ხმაურიანია, კომფორტულიც ვერაა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობასაც განიცდის, მას მაინც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ექსტერიერი და ინტერიერი არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ავტომობილი უყვართ. ეს მიზეზი კაპოტს ქვეშ იმალება. იმაზე, რომ ამ ავტომობილის მოყვარულებისთვის ყველაზე მნიშნელოვანი ძლიერი ძრავაა, ამ მანქანის ზედმეტსახელი „გოძილაც“ მეტყველებს. ამჯობინებთ თუ არა მას მის უკეთესად აღჭურვილ კონკურენტებს, ეს უკვე თქვენი გემოვნების და მოთხოვნების საკითხია.