Audi-ს განსაცვიფრებელი სპორტქარის კონცეფცია უკვე აქ არის | და ის წარმოებაში ჩაეშვება
Audi-ს ამჟამინდელ საწარმოო ხაზს რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული ნამდვილად სჭირდება. საბედნიეროდ, ახალი Concept C უკვე გზაშია და 2027 წელს ეს მოცემულობაც შეიცვლება. ჯერ ეს მხოლოდ კონფეპტუალური ავტომობილია, თუმცა ავტომწარმოებელმა უკვე დაადასტურა, რომ მოდელი წარმოებაში ჩაეშვება.
Concept C უბრალოდ ახალი სპორტული ავტომობილი არ არის, რომელიც ოთხრგოლიან ლოგოს ატარებს. ის Audi-ის დიზაინის ახალ ენას წარმოადგენს, რომლის დანერგვასაც კომპანია სრულ ხაზში გეგმავს. Audi-ის ახალი კრეატიული დირექტორის, მასიმო ფრასჩელას მიზანიც სწორედ ესაა: „რადიკალური სიმარტივის“ მიღება.
კონცეფციის თანახმად, ავტომობილს ავტომატურად დასაკეხი სახურავი უნდა ჰქონდეს, ორი პანელით, რაც Audi-სთვის პირველი შემთხვევაა. თუმცა ჯერ არ უთქვამს კომპანიას, იქნება თუ არა ეს კონკრეტული დეტალი საწარმოო ვერსიაშიც. ბოლოდროინდელი კონცეფციების, როგორიცაა Jaguar Type 00 და Polestar 5-ის მსგავსი საწარმოო მოდელების მსგავსად, მანქანაში არც უკანა ფანჯარა გვხვდება.
ზომით, Concept C უფრო მეტად R8-ს გვაგონებს, ვიდრე TT-ის. Audi-ის ინფორმაციით, კონცეფციის ზომები შემდეგია: სიგრძე - 4.5 მეტი, სიგანე - 1.98 მეტრი, სიმაღლე - 1.28 მეტრი, თვლების ბაზა - 2.57 მეტრი. საბურავები 21-ინჩიანია, ხოლო წონა 1 690 კილოგრამი. ძარაზე დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, როგორც ამ მოდელის სრულად წამყვან ასევე უკანა წამყვანი ვერსიის შემუშავებას. დამატებით კი, 800-ვოლტიანი ელექტროსისტემით, მოდელი უსწრაფესად უნდა დაიმუხტოს.
ჯერ კიდევ გასარკვევია, კავშირშია თუ არა Concept C-ის საწარმოო ვერსია Porsche-ს მომავალ ელექტრო Boxster-ისა და Cayman-ის შემცვლელებთან, მაგრამ ეს ბმა მაინც ლოგიკურია. ახალი 718-ების დებიუტი 2026 წელს იგეგმება. შესაძლოა ენთუზიასტებს უფრო ხელმისაწვდომი და ბენზინზე მომუშავე ვერსიები სურდეთ, მაგრამ რეალურად, Porsche და Audi თავიანთ ახალ სპორტულ მანქანებს ექსკლუზიურ ელექტრომობილებაც უფრო შემოგვთავაზებენ.
1995 წლიდან, როდესაც TT კონცეფცია წარადგინეს, საავტომობილო ინდუსტრიაში მრავალი და მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილეთ. სამი ათწლეულის შემდეგ, Concept C-ის მიზანიც მსგავსი რეაქციის მიღებაა. ეს Audi-სთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის BMW-სთან წლების ჩამორჩენის აღდგენას ცდილობს. ეს კუპე/როდსტერი კი, შეიძლება ბრენდის ახალი დიზაინის ენის საუკეთესო გამოხატულება იყოს.