სიჩქარის რეკორდი, ჰიპერქარი, რეკორდი, ბიუაიდი, რიმაც ნევერა არი
Aa
Aa

BYD-ის საგზაო ჰიპერქარმა Rimac-ი გაანადგურა | მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი ჩინეთიდანაა

ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის ინფორმაციით, მათ მიერ შემუსავებულმა საგზაო ჰიპერქარმა, Yangwang U9 Track Edition-მა გერმანიაში სატესტო ტრასაზე 472.41 კმ/სთ-ის მაქსიმალური სიჩქარე განავითარა. ეს შედეგი მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად აქცევს.

ჩინური BYD-ის რეკორდი ATP Automotive Testing Papenburg-ზე, 8 აგვისტოს დაფიქსირდა. ელექტრომობილს გამოცდილი მრბოლელი მარკ ბასენგი მართავდა. წინა რეკორდი კი, Rimac Nevera R-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 2025 წლის ივლისში 431.45 კმ/სთ-ის სიჩქარე განავითარა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Track Edition-ი გაცილებით უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული Yangwang U9, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში 391.94 კმ/სთ-ს მიაღწია.

Track Edition-ი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთაგანაც თითოეული 744 ცხენის ძალის პიკურ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. BYD-ის მონაცემებით, კომბინირებულად ძრავები 2 960 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებენ. შედარებისთვის, Nevera R-ს 1 989 ცხენის ძალა აქვს.

სრული სიმძლავრის გასაკონტროლებლად, ელექტრომობილი მაბრუნი მომენტის  გაუმჯობესებულ ვექტორულ შესაძლებლობებს იყენებს. მასთან ერთად კი, e4 პლატფორმაზე დაფუძნებულ DiSus-X-ის „ინტელექტუალურ ძარის კონტროლის სისტემას“, რომელიც მაქსიმალურ მოჭიდებას უზრუნველყოფს. არსებული ცნობებით, ავტომობილი პირველი, მასობრივად წარმოებული 1 200-ვოლტიანი ულტრამაღალი ძაბვის სატრანსპორტო პლატფორმითაა აღჭურვილი, რომელიც ექსტრემალური პირობებისთვის ოპტიმიზირებულ თერმული მართვის სისტემასთანაა დაკავშირებული.

Yangwang U9 Track Edition-ი კომპანიამ პირველად გასული თვის დასაწყისში წარადგინა. რეკორდსმენი ელექტრომობილი ტრასებისთვის განკუთვნილი ნახევრად სლიკი საბურავებითაა აღჭურვილი, რომელიც Giti Tire-თან თანამშრომლობით შემუშავდა.

 

მსგავსი სიახლეები