ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, ტოპ გირი, გრანდ ტური
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონმა TOP GEAR-ის თანაწამყვანებთან თანამშრომლობა შეწყვიტა | რა ვიცით?

ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ 23-წლიანი სატელევიზიო პარტნიორობა დაასრულეს. ყოფილი თანაწამყვანების ერთობლივი კომპანია W CHUMP & SONS ოფიციალურად დაიშალა.

ლეგენდარული ტრიო პირველად 2002 წელს, BBC-ის წარმოებულ ავტოგადაცემა TOP GEAR-ში გამოჩნდა, 2016 წელს კი AMAZON-ში გადავიდნენ, სადაც PRIME VIDEO-ს შოუზე, THE GRAND TOUR-ზე მუშაობდნენ. W CHUMP & SONS-ის პროდაქშენი თანაწამყვანებმა 2016 წელს, THE GROUN TOUR-ის პროდიუსერ ენდი უილიამსთან ერთად დააარსეს, ხოლო მისი დაშლის შესახებ პირველად გასული წლის ივლისში განაცხადეს.

COMPANIES HOUSE-ში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, W CHUMP & SONS-მა ე.წ. „ნებაყოფლობით ლიკვიდაციას“ მიმართა, რა დროსაც სასამართლო პროცესების გარეშე კომპანიის აქტივები რეალიზდება. არსებული გარიგებით, თითოეულმა აღნიშნული ბიზნესწამოწყებიდან დაახლოებით 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.

2015 წელს კლარკსონი TOP GEAR-დან პროდიუსერზე თავდასხმის გამო გაათავისუფლეს. შემდგომში უკვე კლარკსონმა ჰამონდთან და მეისთან ერთად W CHUMP & SONS დააარსა. კომპანიის შექმნა მათ PRIME VIDEO-სთან THE GRAND TOUR-ზე კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა.

2015 წელს კლარკსონი TOP GEAR-დან გაათავისუფლეს პროდიუსერზე თავდასხმის გამო და შემდგომში ჰამონდთან და მეისთან ერთად დააარსეს W CHUMP & SONS, როდესაც მათ PRIME VIDEO-სთან THE GRAND TOUR-ის შესაქმნელად კონტრაქტი გააფორმეს. THE GRAND TOUR-ის პრემიერა 2016 წელს შედგა და 6 სეზონის შემდეგ, გასული წლის სექტემბერში დასრულდება.

„რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი 22-წლიანი პარტნიორობა ჯეიმს მეისთან და რიჩარდ ჰემონდთან დასრულდა“, - განაცხადა კლარკსონმა და დასძინა, რომ მათი თანამშრომლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე დასრულდა, რაც სამივე მათგანს ძალიან ახარებს.

 

მსგავსი სიახლეები