FIA Rally Star-ის შემდეგი შესარჩევი ტური 7 მარტს გაიმართება
Aa
Aa

FIA Rally Star-ის შემდეგი შესარჩევი ტური 7 მარტს გაიმართება

საქართველოში FIA Rally Star-ის შესარჩევი ტურები აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით,  რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე FIA Rally Star Georgia - ს მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართა.

ღონისძიებაში 18-დან -27 წლამდე ავტოსპორტის მოყვარული 100 - მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

FIA Rally Star Georgia - ს ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. საუკეთესო 40 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ.

საბოლოოდ, საუკეთესო შედეგი ბიჭებში რობერტ ბალიაურმა და  გოგონებში მარიამ სიხარულიძემ დააფიქსირეს. ფინალურ ეტაპზე კი საერთო ჯამში 25 მონაწილე მოხვდა.

პროექტის ფარგლებში დარჩენილია კიდევ ერთი შესარჩევი ეტაპი, რომელიც 7 მარტს ქალაქ ქუთაისში გაიმართება. ხოლო 14 მარტს კი თბილისში ფინალური ეტაპი ჩატარდება. გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გაემგზავრებიან.

პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების  აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის - რალის სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

თუ  პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე ოცნებობთ... სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა, ბრძოლა გამარჯვებისთვის თქვენი ცხოვრების ნაწილია,  მაშინ Fia Rally Star Georgia 2021 საავტომობილო კარიერის დასაწყებად და განსავითარებლად თქვენთვის უნიკალური შანსია.

მონაწილეობის მსურველებს ქუთაისში 7 მარტს დარჩენილ ბოლო მესამე ეტაპზე შეეძლებათ გასვლა.  შესარჩევი ტური „აია არენას“ ავტოსადგომზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები