ავტოსპორტის კლასიკური მომენტი - სენას საკვალიფიკაციო წრე 1988 წლის მონაკოს გრან პრიზე
Aa
Aa

ავტოსპორტის კლასიკური მომენტი - სენას საკვალიფიკაციო წრე 1988 წლის მონაკოს გრან პრიზე

ეს მასტერკლასი სენასგან ფორმულა 1-ს ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

ყველას გვახსოვს 2018 წელს ლუის ჰამილტონის პოლ პოზიციისთვის ბრძოლა სინგაპურის გრან პრიზე. ფავორიტები თითქოს „რედ ბული“ და „ფერარი“ იყვნენ, მაგრამ ბრიტანელმა პილოტმა მათ პოლ პოზიცია ხელიდან გამოგლიჯა.

ჰამილტონის გმირობა, ერთ-ერთი საუკეთესო საკვალიფიკაციო წრე იყო, რაც ფორმულა 1-ს ისტორიას ახსოვს. ერთ-ერთი იმიტომ, რომ მსგავსი და უფრო დიდი გმირობაც 1988 წელს მონაკოში აირტონ სენამ ჩაიდინა.

Toleman-ის და Lotus-ის გუნდში გაბრწყინების შემდეგ ის McLaren-ის საუკეთესო გუნდში მოხვდა, სადაც მისი მეწყვილე ალენ პროსტი იყო. ასე დაიწყო უდიდესი მეტოქეობის ისტორია. გორდონ მიურეის MP4/4 ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ბოლიდი იყო ფორმულა 1-ს ისტორიაში.

იმ წელს სენამ 8 რბოლაში გაიმარჯვა, პროსტმა კი შვიდში. ბრაზილიელს 13 პოლ პოზიცია ჰქონდა, ფრანგს კი 2. 

 „კვალიფიკაცია მისთვის წმინდა იყო“. - იხსენებს McLaren-ის გუნდის მაშინდელი მენეჯერი ჯო რამირესი.

„მე სხვა განზომილებაში ვიყავი. ჩემთვის ტრასა გვირაბი იყო. მივხვდი, რომ ჩემს ცნობიერს მიღმა აღმოვჩნდი“. - თქვა სენამ.

მან ტრასაზე რეკორდული დრო 1 წუთი და 23.998 წამი დააფიქსირა.  პროსტის დრო კი 1 წუთი და 25.425 წამი იყო. სენამ თავის მეტოქეს 1.427 წამით აჯობა!

„იმაზე ბევრად მეტი გავაკეთე, ვიდრე შემეძლო. ეს მაქსიმუმი იყო. მეტის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო“. -  თქვა ბრაზილიელმა ამ წრის შეფასებისას.

მართალია, მან მეორე დღეს რბოლის დასრულება ვერ შეძლო, რადგან 67-ე წრეზე ბარიერს შეეჯახა, მაგრამ ეს საკვალიფიკაციო წრე ყოველთვის დარჩება ფორმულა 1-ის ისტორიასი მართვის უნარების საუკეთესო გამოვლინებად.

 

მსგავსი სიახლეები