Brabus-მა 2021 წლის Mercedes-AMG E63 S გააუმჯობესა
ეშმაკი დეტალებშია!
მოდით, ვაღიაროთ ყველა ატელიეს ტუნინგი კარგად არ გამოსდის. ზოგ მათგანს სიტყვის მნიშვნელობაც კი არასწორად ესმის. Brabus-ს კი ყოველთვის შეიძლება ენდო.
ეს Brabus 800-ია. ის 800 Widestar-ში არ უნდა აგვერიოს. Brabus-ის ახალი ქმნილება 2021 წლის Mercedes-AMG E63 S-ზეა დაფუძნებული. ატელიემ ძლიერი სედანი აიღო და უფრო ძლიერ, აგრესიულ მოდელად აქცია.
ავტომობილი მთლიანად შავ ფერშია, ეშმაკი კი დეტალებშია. კარბონის აეროდინამიკული ელემენტები „მატე“ ან ბრჭყვიალა ზედაპირითაა ხელმისაწვდომი. ალუმინის დისკები 21-იანია და წითელი აქცენტები აქვს. სალონი რამდენიმე ფერითა და მატერიითაა ხელმისაწვდომი: ხე, ალკანტარა და კარბონი.
Brabus-მა ძრავაც გააუმჯობესა. ტვინ ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 788 ცხენის ძალასა და 1000ნმ-ს გამოიმუშავებს. 100კმ/სთ-მდე 3 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდული 300კმ/სთ.
ახალი დაკიდების სისტემა ავტომობილს 10 ან 20 მილიმეტრით ადაბლებს. ეს მართვის რეჟიმზეა დამოკიდებული.
ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ Brabus 800 იაფი ვერ ეღირება. მისი შეკვეთა სედანის და უნივერსალის სახითაა შესაძლებელი. გრძელსახურავიანი ავტომობილის მოყვარულთათვის ეს საოცნებო ავტომობილია.