Aa Aa
8 ივლისი 2021  |  12:47

BMW-მ ერთხელ 16-ცილინდრიანი მეშვიდე სერია ააწყო

ამ ყველაფერს V12-ის 33%-ით დაგრძელება და ჰაერის გიჟური შემშვების არხები დაემატა.

დღეს 16-ცილინდრიანი ძრავის პოვნა მხოლოდ რამდენიმე მილიონიან Bugatti-ში შეძლება. მოდიდან 12-ცილინდრიანი ძრავებიც გადადის. გასული საუკუნის დასაწყისში ავტომობილების აგრეგატებს საკმაოდ ბევრი ცილინდრები ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დრომ, ხარჯიანობამ, კომპლექსურობამ და არაეფექტურობამ მათი ჩაჩოჩება გამოიწვია. საბედნიეროდ, BMW-მ ეს ყველაფერი 1980-იან წლებში დაივიწყა და 1987 წელს, Goldfish-ის ზედმეტსახელის ქვეშ, V16-იანი ძრავის მქონე BMW 750iL-ი შექმნა.

კონცეპტუალური მოდელი სახელად - 750iL Goldfisch-ი (გერმანულად) - პროექტი იყო იდეით  „რატომაც არა?“, რაც BMW-ს იმჟამინდელ პერიოდს შეესაბამებოდა. იდეა BMW-ს რამდენიმე ინჟინერს დაებადა, რომლებმაც რეგულარული V12 ძრავის ზომაში გაზრდა და გაძლიერება საიდუმლოდ განიხილეს. შედეგად, გუნდი რიცხვ 16-ზე შეთანხმდა. ეს პროექტი BMW-ს ძრავების ოჯახის მრავალმხრივობის საჩვენებლად გახლდათ საჭირო.

6.7-ლიტრიანი V16, ED-173-1, BMW-ს 5-ლიტრიანი V12-ის დაგრძელებული ვერსია იყო, რომელსაც ბოლოში 4 ცილინდრი ჰქონდა დამატებული. 1988 წლის იანვარში ის დინამომეტრზე პირველად გამოცადეს, სადაც 406 ცხენის ძალა დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრის ეს რაოდენობა იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო, დღევანდელ დღეს ცხენის ძალების ასეთ რაოდენობას მაღალი წარმადობის მქონე 4-ცილინდრიანი ძრავები გამოიმუშავებს (4-ტურბინიანი W16 კი Bugatti-ში 1500 ცხენის ძალას უყრის თავს). 750iL-ში განთავსებული V12-ს სიმძლავრე 296 ცხენის ძალით შემოიფარგლებოდა, რაც ნიშნავდა, რომ ცილინდრების დამატებამ წარმადობა მესამედით გაზარდა.

E32-ის თაობის 750iL-ში, მძლავრი V16-ის განთავსებას სერიოზული სტრუქტურული ცვლილება მოჰყვა. რა თქმა უნდა დიდი აგრეგატი V12-ზე მძიმე იყო. გარდა ამისა ზომაში საკმაოდ გრძელიც გახლდათ, რაც ძრავის განყოფილებაში რადიატორებისთვის ადგილს არ ტოვებდა. ამ მიზეზით, BMW რადიატორები სედანის საბარგულში გადაიტანა, რასაც დიდი შემშვები არხების დამატება დასჭირდა. ამ ყველაფრის გამო კი მას Goldfish-ის ზედმეტსახელი შეარქვეს.



BMW-მ საბოლოოდ მოდელის წარმოება გადაიფიქრა. მწარმოებელი Mercedes-თან ძრავების ომის გაჩაღებას მოერიდა და 750iL-ში არსებულ V12-ს დასჯერდა. ალბათ, ყველა ჩვენგანი ისურვებდა, რომ ეს ორი მხარე ასეთი დიპლომატიური არ ყოფილიყო. ეს ერთადერთი გამოშვების Goldfish-ი კი BMW-ს მემკვიდრეობით კოლექციას ეკუთვნის.

გაზიარება: