2022 წლის BMW X5 Black Vermilion Edition-ი სრულად აღჭურვილი, ჩაშავებული და ექსკლუზიური მოდელია
აშშ-სთვის 350 ეგზემპლარი აიწყობა და თითოეულის ფასი 83 295$-დან დაიწყება.
BMW აშშ-ს X5 Black Vermilion Edition-ის 350 ეგზემპლარს სთავაზობს. შეზღუდული რაოდენობით წარმოებული მოდელი მდიდრულ SUV-ს შავი გარეგნობითა და წითელი აქცენტებს წარმოგვიდგენს. სადილეროებში მისი გამოჩენა სექტემბერში იგეგმება.
თითოეული X5 Black Vermilion Edition-ი Frozen Black Metallic-ის ფერშია შეღებილი და ექსტერიერის ემბლემები მოცილებული აქვს. უზარმაზარ ცხაურაზე წითელი აქცენტები გვხვდება, ხოლო ადაპტირებადი LED-ი მაშუქები ჩაბურულია. M Sport-ის პაკეტი სტანდარტულია, რაც Shadowline-ის მორთულობასა და აგრესიულ ბამპერებს გულისხმობს. შეზღუდული წარმოების SUV-ი Orbit Grey-ს ფერში შეღებილი 22-ინჩიანი დისკებითა და M Sport-ის წითელი კალიპერებითაა შეღებილი.
ვერსია X5 xDrive40i-ზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ 335 ცხენისძალიანი ტურბინიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე საბურავზე მიმართავს. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილი 0-დან 100-მდე 4.8 წამში აჩქარდეს.
შავ ინტერიერში წითელი გაფორმებები და ნაკერები გემოვნებითაა შესრულებული. ცენტრალურ კონსოლზე სპეციალური წარწერაა გამოსახული, ხოლო სიჩქარის ბერკეტი, სტარტის ღილაკი და სხვა დეტალები შუშისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი 650$-იანი პაკეტის ნაწილია და ის კარბონის სალონის დეტალებთან იდეალურადაა შერწყმული.
2022 წლის BMW X5 Black Vermilion Editon-ის შეკვეთა 83 295$-დაა შესაძლებელი და ის xDrive40i-ზე 20 600$-ით ძვირი გახლავთ. მიუხედავად ამისა, მოდელი თითქმის სრულად აღჭურვილია.