ფორმულა 1, ელექტრომობილი, ჰიპერქარი, ხანძარი, მერსედეს აიემჯი უან
Aa
Aa

Mercedes-AMG-ის ლიმიტირებული ჰიპერქარისგან აღარაფერი დარჩა

ავტომობილი უკვე კომპლექსური არსებებია და მითუმეტეს, როდესაც მას Formula 1-ის ძრავა უყენია. და მაშინ, თუ მანქანას ჰიბრიდული სისტემაც უყენია, საქმე უფრო რთულდება. შედეგად იღებ ჰიპერქარს, რომელსაც ყოველ 50 000 კილომეტრზე ძრავის განახლება სჭირდება.

Mercedes-AMG, თავისი F1-ის ჰიპერქარის, AMG One-ის შემუშავებისას მრავალ გამოწვევას გადააწყდა. პრობლემები კი, არ სრულდებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი მოდელი 2023 წლის მაისში დაიწვა, მისი მეორე ვერსია კი, ახლახან, სულ რამდენიმე კვირის წინ განადგურდა.

ელექტრიფიცირებული ჰიპერმანქანის დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. თუმცა კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. არსებული ხმებით, შემთხვევა გერმანიაში მოხდა. AMG One-ს „OL“ სანომრე ნიშანი აქვს, რაც ოლდენბურგის რეგიონში რეგისტრაციაზე მიუთითებს.

მაშინ, როდესაც მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ, Mercedes-AMG-ის მიერ წარმოებული 275 ერთეულიდან ერთ-ერთის გადარჩენა უკვე დაგვიანებული იყო. შემდგომ კადრებში კი უკვე ჩანს, თუ რა დარჩა ნიურბურგრინგზე ყველაზე სწრაფი სერიული მანქანისგან.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ის ამ ეტაპზე უცნობია. რთულია ეს ჰიბრიდულ სისტემას ან ჰიპერქარის 1.6-ლიტრიან V6 ძრავას დააბრალო. მთავარი ისაა, რომ ყველა მგზავრი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა, უვნებლად გადარჩა.

 

მსგავსი სიახლეები