Ford-მა გიჟური Mustang Mach-E შექმნა | თუმცა, მისი ყიდვა შეუძლებელია
Pikes Peak International Hill Climb-ი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, 22 ივნისს დაიწყება და Ford-ი მასზე დიდი იმედებს ამყარებს. ღონისძიებაზე ავტომწარმოებელი Super Mustang Mach-E-ს წარადგენს - თუმცა არა ისეთს, როგორიც თქვენ ეს მოდელი გახსოვთ. ერთ-ერთი მათგანი დადაბლებული კუპეა და არა შემაღლებული SUV-ი, როგორც ალბათ ბევრი მისგან ელოდებოდა.
ამ მოდელის მთავარი ღირსშესანიშნაობა რამდენიმე ექსტრემალური, აეროდინამიკური მოდიფიკაციაა. მათ შორისაა უზარმაზარი წინა სპლიტერი და მასიური დიფუზორი. ამ ყველაფერს აეროდინამიკური დამატება და უზარმაზარი უკანა ფრთა. ყველა არსებული ცვლილების წყალობით, ეს მოდელი ახლა უკვე 2 800 კილოგრამამდე დამწოლ ძალას გამოიმუშავებს - ეს უფრო მეტია, ვიდრე 2023 წლის SuperVan 4.2 და გასული წლის F-150 Lightning SuperTruck.
აეროდინამიკის გარდა, Super Mustang Mach-E-ს პატარა ცხაური და სპეციალურად დამზადებული, უნიკალური ძარა გამოარჩევს. ამას ემატება გლუვი და სპორტული უკანა პანელი - დახვეწილი კუთხეებით. საინტერესოა ისიც, რომ ეს მოდელი ზომაში უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სტანდარტული Mach-E, თუმცა Ford-ი დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელს არც ძრავის დეტალებზე გაუმხელია ინფორმაცია, F-150 Lightning SuperTruck გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ. ამ უკანასკნელს STARD UHP-ის ექვსფაზიანი ძრავა აქვს, რომელიც კომბინირებულად 1 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Ford-ის მოდელები Pikes Peak-ზე 1916 წლიდან მონაწილეობენ. მონაწილეობის პირველივე წელს, Model T-მ პიკურ მაჩვენებელს - 28 წუთსა და 03 წამში მიაღწია. წლევანდელი გეგმების შესახებ ინფორმაციას კი, ალბათ უახლოეს კვირებში გავიგებთ. მაშინ, როდესაც ღონისძიება დაიწყება.