გადაიხდიდით ამ Honda-ში $1 მილიონს? | უიშვიათესი NSX
უდავოა, რომ Honda NSX იაპონიის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია, თუმცა შაბათ-კვირას ერთი განსაკუთრებით იშვიათი მოდელი ისეთ ფასად გაიყიდა, რომელიც ალბათ NSX-ის გულშემატკივრებსაც კი გააოცებს. ეს მოდელი, აუქციონის დასასრულს, 934 375 ევროდ შეფასდა, რაც $1 მილიონზე მეტია. ეს ჩვეულებრივ, NSX-ის ფასზე ათჯერ მეტია. რატომ გაიყიდა ეს NSX ამ ფასად? ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მოდელი საკმაოდ იშვიათია.
Honda-მ განახლებული NSX-R-ის 140-ზე ნაკლები ეგზემპლარი გამოუშვა და ისინი, ექსკლუზიურად, მხოლოდ იაპონიაში იყიდებოდა. ზედმეტი წონის მოსაშორებლად, Honda-მ მოდელში სრულად კარბონი გამოიყენა, უარი თქვა აუდიოსისტემაზე, ხოლო კონდიციონერი არჩევით შესთავაზა მომხმარებელს. ამასთან ერთად, ავტომწარმოებელმა Recaro-ს მსუბუქი კარბონი სავარძლებიც აირჩია და მთლიანობაში, ამ მოდელის წონა 100 კილოგრამით შეამცირა.
ყველა სხვა განახლებული NSX-ის მსგავსად, Honda-მ ამ მოდელშიც 3.2-ლიტრიანი ატმოსფერული V6 ძრავა გამოიყენა. თუმცა მიუხედავად Honda-ს მტკიცებისა, რომ ძრავა, სტანდარტულის მსგავსად 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, V6 ძრავა უფრო მძლავრად ითვლება.
NSX-R გასულ შაბათ-კვირას იტალიაში, Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე გაიყიდა. ზუსტად იქ, სადაც BMW-მ Speedtop-ის კონცეფცია წარმოადგინა. ავტომობილის წინა მფლობელების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა, თუმცა ვიცით, რომ ამ მოდელს 16 000 კილომეტრზე ნაკლები აქვს გავლილი. მოდელი სრულად გამართულია და მის შემდგომ მფლობელსაც, მანქანის მართვა დაბრკოლებების გარეშე შეეძლება.
ექსტერიერს Honda-ს საყვარელი Championship White ფერი ამშვენებს და შესაბამის, BBS-ის დისკებზეც დგას. ამას ემატება წითელი ალკანტარას სავარძლები, რომელიც ამ მანქანის სალონში გვხვდება. აუქციონის განმავლობაში ამ მოდელით დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო - მათ შორის აშშ-დან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და არგენტინიდან - რამაც ფასის ზრდაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.