ოფიცრებმა, ორ Porsche-ს, ერთდროულად, 34 ჯარიმა გამოუწერეს და ეს ყველაფერი არაა
კალიფორნიის საგზაო პატრულმა (CHP) გზებზე კანონდარღვევების უახლესი მონაცემები წარადგინა. მათ მიერ გამოქვეყნებული ციფრები კი მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები დიდად არ შემცირებულა.
დეპარტამენტის განცხადებით, მხოლოდ შაბათ-კვირას, სანტა-კრუზის რაიონში 410 ჯარიმა დაიწერა. გამოდის, რომ ამ პერიოდში საათში საშუალოდ 5-ზე მეტი ჯარიმა იწერებოდა. ამას დამატებული 119 ზეპირი გაფრთხილება, დაკავებული 25 პირი და ერთი ფატალური ავარია.
აღსანიშნავია, რომ გაცემული 410 ჯარიმიდან 247 სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდიოდა. ხუთ მათგანში Corvette-ის მძღოლების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლებიც სავარაუდოდ, სავარაუდოდ, პირველ გზატკეცილზე გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. თანდართულ ფოტოზე რამდენიმე მანქანაა გამოსახული: C7 მოხსნილი სახურავით და ორი C8. მძღოლებიდან სულ მცირე ერთ-ერთისთვის გაცემული ჯარიმის მიხედვით შესაძლებელია იმის თქმა, რომ ავტომობილები 80 კმ/სთ-ით დასაშვებ ზონაში 110 კმ/სთ-ზე მეტით მოძრაობდნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ, ოფიცრებმა პირველ გზატკეცილზე ერთად გაჩერებული ორი Porsche 911-იც დააჯარიმეს და მათთვის, 34-მდე ჯარიმა გამოწერეს. ამ შემთხვევაშიც, დაჯარიმების მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.