კვლევა, გამძლე ავტომობილები, ტოიოტა, ტოიოტა ქემრი
Aa
Aa

რატომ ირჩევენ მილიონერები ძვირადღირებული ავტომობილების ნაცვლად Toyota-ს? | კვლევის შედეგები

ამერიკელი მილიონერების ნაწილი, ძვირად ღირებული სპორტქარებისა და მდიდრული SUV-ების ნაცვლად, არჩევანს ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილ მოდელებზე, მათ შორის Toyota Camry-სა და Ford-ის პიკაპებზე, აკეთებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ფულის დაზოგვისა და ინვესტირების სურვილი სახელდება.

ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?

ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ინვესტორმა და პოდკასტერმა ბრაიან ლიუბენმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და განმარტა, თუ რატომ შეიძლება ფინანსურად წარმატებული ადამიანისთვის სტანდარტული ავტომობილი უფრო გონივრული არჩევანი იყოს, ვიდრე ძვირადღირებული მოდელები.

ამ საკითხს ჯერ კიდევ 1996 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, The Millionaire Next Door-ი, იკვლევდა. მისი ავტორები, თომას სტენლი და უილიამ დანკო, შეისწავლიდნენ, როგორ აგროვებდნენ ამერიკელები დიდძალ ქონებას. კვლევის მიხედვით, სიმდიდრის დაგროვებაში მნიშვნელოვანი როლი დანაზოგს, ინვესტიციებსა და ბიზნესის განვითარებას აქვს და არა ფულის დახარჯვას სტატუსის დემონსტრირებისთვის.

რატომ ირჩევენ მილიონერები სტანდარტულ ავტომობილებს?

ლოგიკა მარტივია: ძვირადღირებული ავტომობილის შეძენასა და შენახვაზე დახარჯული თანხები სხვა მიზნისთვის აღარ გამოიყენება. თანაც, პრემიუმკლასის ავტომობილებს შესაძლოა უფრო ძვირი დაზღვევა, მოვლა და შეკეთებაც დასჭირდეს.

მეორე მხრივ კი, შედარებით ხელმისაწვდომი და საიმედო ავტომობილი გადაადგილების საჭიროებას აკმაყოფილებს, თუმცა ნაკლები ფინანსური დანახარჯით. ამ გზით დაზოგილი თანხა კი მფლობელმა შესაძლოა ინვესტირებას მოახმაროს.

რაიან ლიუბენის თქმით, ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე Toyota Camry-ს მართვა მას საშუალებას აძლევდა, მეტი თანხა დაებანდებინა და ფინანსებიც საკუთარი საქმიანობის ზრდისკენ მიემართა. მისი მიდგომით, მიზანი ჯერ ქონების დაგროვებაა, მოგვიანებით კი, როდესაც ინვესტირება შემოსავალს მოიტანს, სურვილის შემთხვევაში ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

მსგავსი ცხოვრების წესით ცნობილია ინვესტორი უორენ ბაფეტიც, რომელიც შედარებით მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დაშვებები არ ნიშნავს, რომ მილიონერები მხოლოდ ეკონომიური ავტომობილების მართვით მდიდრდებიან. მათი ფინანსური წარმატება სხვა არაერთ ფაქტორზეც არის დამოკიდებული.

შედეგად, სტანდარტული ავტომობილის არჩევა თავისთავად სიმდიდრის დაგროვებას არ ნიშნავს და არც 1996 წელს გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ დღესაც მილიონერების უმრავლესობა აუცილებლად Toyota Camry-ს ან სხვა ხელმისაწვდომ მოდელს მართავს. თუმცა კიდევ ერთი კვლევა, რომელიც 2024 წლით თარიღდება, ამტკიცებს, რომ ამერიკელ მილიონერებს შორის საუკეთესო არჩევანთა შორის Toyota, Honda და Ford-ი ხვდება. წესით კი, ეს ნიშნავს, რომ მსგავსი შემოსავლის მქონე პირები გზებზეც საიმედოობას ირჩევენ და გამძლე ავტომობილებისკენ იხრებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები