დუეინ ჯონსონმა აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს საკუთარი მანქანა აჩუქა
Aa
Aa

დუეინ ჯონსონმა აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს საკუთარი მანქანა აჩუქა

დუეინ ჯონსონის ინიციატივით, მისი თაყვანისმცემლებისთვის, ახალი ფილმის Red Notice უფასო ჩვენება გაიმართა, რომელზეც ყოფილმა რესლერმა და მსახიობმა, ერთ ერთ მაყურებელს საკუთარი მანქანა, Ford Raptor აჩუქა.   

პრემიერას თავად მსახიობი დაესწრო. ხანმოკლე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯონსონმა სცენაზე საზღვაო ძალების ვეტერანი ოსკარ როდრიგესი მოიხმო, მასთან ერთად გარეთ გასვლა სთხოვა და ავტოსადგომზე საკუთარ მანქანაში დატოვებული წერილის წაკითხვა სთხოვა. 

"მადლობა შენი სამსახურისთვის ძმაო, კარგი დრო ატარე შენს ახალ მანქანასთან ერთად". – ეწერა წერილში.

"პრემიერაზე მოსული მაყურებელების შესახებ რამდენადაც შემეძლო ინფორმაცია მოვიპოვე. ოსკარის ისტორიამ გული ამიჩუყა. ის 75 წლის დედას უვლის, პერსონალური მწრთვნელია, თავისი ეკლესიის მრევლის გამორჩეული წევრი, ეხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, არის საზღვაო ძალების თავმდაბალი და კეთილი ადამიანი. კარგი დრო ატარე შენს ახალ მანქანასთან ერთად ძმაო და გილოცავ დამდეგ შობას".

ყოფილი რესლერის თქმით როდრიგესისთვის მანქანის ჩუქება Porsche-ს (ახალ ფილმში ჯონსონის გმირი Porsche Taycan-ით გადაადგილდება) სთხოვა, მაგრამ კომპანიისგან უარი მიიღო. საბოლოოდ მსახიობმა საკუთარი მანქანის ჩუქება გადაწყვიტა, რომლის ფასი $53 000-დან იწყება.

ავტორი: tabula.ge

მსგავსი სიახლეები