ეკონომიისა და ეკოლოგიის მოყვარულთათვის: Lexus CT 200h
Aa
Aa

ეკონომიისა და ეკოლოგიის მოყვარულთათვის: Lexus CT 200h

Lexus CT ყოველთვის მისი უფრო დახვეწილი კონკურენტების ჩრდილში იყო, თუმცა ბოლო დროინდელმა განახლებებმა ყველაფერი შეცვალა.

კომპანიის თამამი განცხადების თანახმად, ავტომობილს 94 განახლება გაუკეთეს, რაც უკეთეს ექსტერიერს, ინტერიერსა და სალონში მეტ კომფორტს გულისხმობს. გაუმჯობესება მართვადობასაც შეეხო.

მანქანა შექმნილია იმისთვის, რომ BMW 1-Series და Audi A3-ის კონკურენტი იყოს. გამონაბოლქვის ძალიან დაბალი მაჩვენებლით, ეკოლოგიის დამცველთა გულებს ადვილად იგებს. თუმცა, მისი სპორტული მართვადობა დამაკმაყოფილებელი არაა. ყველა მოდელს 1.8-ლიტრიანი ბენზინის ძრავა, ელექტრო მოტორი და CVT გადაცემათა კოლოფი აქვს.

ფასი

  • 200h 1.8 5dr CVT - £25,329
  • 200h 1.8 5dr CVT - £26,729 (პრემიუმ პაკეტით)
  • F Sport - £28,475.00

სამივე ვერსიას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. პრემიუმ პაკეტის შეძენის შემთხვევაში მანქანას 16-იანი დისკები მოყვება. ის უფრო ეკონომიური და სწრაფიცაა. F Sport კი გაუმჯობესებულ დიზაინსა და მართვადობას გვთავაზობს. სპორტულობის და ეკონომიურობის ჰარმონიის მოყვარულთათვის ეს მოდელი კარგი არჩევანია. 

ძრავა და მართვადობა

Lexus CT 200h-ს 1.8 ლიტრიანი ბენზინის ძრავა და ელექტრო მოტორი აქვს, რომლებიც ჯამში 134 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჰიბრიდული სისტემა არც თუ ისე მსუბუქია: წონა 1,410კგ-დან 1,465კგ-მდე მერყეობს. მაქსიმალური სიჩქარე - 180კმ/სთ.   

მიუხედავად Lexus-ის მცდელობებისა, CT მართვადობით თავის კონკურენტებს მაინც ჩამოუვარდება. დიზაინის და ტექნოლოგიების განახლების მიუხედავად, მანქანის რეაგირება SEAT Leon Ecomotive-ს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

მოსახვევში არაკომფორტულად შედის. თხელი საბურავები მალე ცვდება. საჭე მსუბუქია და გვიან რეაგირებს. Sport რეჟიმი მართვადობას ოდნავ აუმჯობესებს, თუმცა მართვის მოსაწყენი გამოცდილებისგან მაინვ ვერ გიხსნით. 

დაბალ სიჩქარეზე სიარული ისეთი გამაღიზიანებელი არ არის, როგორც მაღალზე და შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი სასიამოვნოც კია.

CT 200h მთავარი უარყოფითი მხარე მისი CVT გადაცემათა კოლოფია, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მანქანის აჩქარებას ცდილობთ, სალონში სიმყუდროვეს გირღვევთ. აღმართზე ასვლისას ან გასწრებისას ის კიდევ უფრო არაკომფორტულია. მანქანის მუხრუჭი ფეხის მცირე დადგმაზეც კი ზედმეტად მგრძნობიარეა.  

F Sport-ის შემთხვევაში 0-100კმ/სთ-ამდე ავტომობილი 10.3 წამში აღწევს. საწვავის მოხმარებაც იზრდება. 

საწვავის მოხმარება

ეს არის ასპექტი, რომლითაც Lexus CT 200h თავის უარყოფით მხარეებს აბალანსებს. ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობაში ეს ავტომობილი საუკეთესოა. CT საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის დაბალი მაჩვენებლის გარანტიაა. 

ის იმავე ტრანსმისიას იყენებს, რომელსაც Toyota Prius-ი.100კმ-ზე შერეულ რეჟიმში 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, რაც ეკონომიურობის ეტალონია. F Sport ვერსია კი 100კმ-ზე შერეულ რეჟიმში 4.1ლიტრ სასწვავს საჭიროებს.

ექსტერიერი, ინტერიერი, საინფორმაციო-გასართობი სისტემა

Lexus-მა სცადა, რომ CT 200h-სთვის მოქნილი და სპორტული სტილი მიეცა. მანქანას GS და IS მოდელების მსგავსი აგრესიული შესახედაობის ცხაურა აქვს. ბამპერებიც განახლებულია. F მოდელებს უფრო სპორტული ექსტერიერი აქვს: დინამიკური შეხედულების უკანა ფრთა და 17-იანი დისკები. სტანდარტული მოდელი ამ დონის აგრესიულობისგან შორს არის და 15-იანი დისკებიც ამ მანქანისთვის პატარა მოგეჩვენებათ.

მანქანის სალონში უკეთესი მდგომარეობაა. ინტერიერით თუ ვიმსჯელებთ, მანქანას ნამდვილად ეტყობა, რომ Lexus-ის მარკისაა. მაღალი ხარისხის მატერიაა გამოყენებული. სამი ეკრანი და 20-ზე მეტი ღილაკი, ამ მანქანის კონკურენტების პრაქტიკული და მარტივი სისტემებისგან ძალიან განსხვავდება. ბლუთუზი, DAB რადიო და ორზონიანი კლიმატ კონტროლი ხელმისაწვდომია. Lexus-ი მოგვიანებით საინფორმაციო-გასართობი სისტემის განახლებას აპირებს. 

ელექტრო მოტორი უკანა სავარძლების ქვემოთაა მოთავსებული, რამაც უკანა სავარძლების მგზავრების თავს ზემოთ სივრცე შეიწირა და ავტომობილი მაღალი მგზავრებისთვის არაკომფორტული გახადა. სალონში ნივთებისთვის საკმარისზე მეტი სივრცეა, თუმცა საბარგული SEAT Leon-ის საბარგულზე ნაკლები მოცულობისაა.

უსაფრთხოება

Lexus-ი ახლა უფრო სანდოა. ამ ასპექტშიც სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. 2014 წელს მან მომხმარებლებისგან უსაფრთოებაში 4 ვარსკვლავი დაიმსახურა.  

CT-ს უსაფრთხოების 8 ბალიში აქვს. Euro NCAP რეიტინგში 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. ქვეითთა უსაფრთხოების რეიტინგში დაბალი შეფასება აქვს, თუმცა შეჯახებზე გამომცდელებმა მანქანის მგზავრების დაცვის უნარი დადებითად შეაფასეს.

ყველა მოდელს Lexus Safety System+ პაკეტი მოყვება. ძირითადი უსაფრთოხების ფუქციები მოიცავს:

  • ადაპტირებად კრუიზ კონტროლს
  • ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემას

შეჯამება

Lexus CT-ს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს: დიზაინს დახვეწა აკლია და მართვადობა არც თუ ისე სასიამოვნოა. თუმცა, ამ მანქანის მყიდველთათვის, ეს ასპექტები ნაკლებად მნიშვნელოვანია. CT მათთვისაა, ვისთვისაც ეკოლოგია და ეკონომიურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. უსაფრთხოებაც საკმაოდ დაცულია. თუ მეტ კომფორტსა და დახვეწილობას ეძებთ, მაშინ ამ კლასში სხვა ავტომობილები უფრო მოგეწონებათ, მაგალითად, ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი Seat Leon-ი.

 

მსგავსი სიახლეები