, მოდიფიცირება, მენსორი, ტუნინგი, ვილი კოენიგი
Aa
Aa

Koenig 512 | კოენიგის 644 ცხ.ძ-იანი შედევრი, რომლის „გასამეორებლადაც“ Ferrari-ის წლები დასჭირდა

Mansory სუპერქარების მფლობელთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ტუნინგ კომპანია, რომელიც თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს. თუმცა 1970/80-იან წლებში, სანამ Mansory საკუთარი მაღაზიის შექმნაზე ფიქრს დაიწყებდა, მის როლს ყოფილი მრბოლელი ვილი კოენიგი ითავსებდა. ახლა კი, მისი უიშვიათესი მოდელებიდან ერთი, გასაყიდადაა გამოტანილი.

კლასიკური სუპერქარი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, თავდაპირველად 1978 წლის Ferrari 512 Berlinetta Boxer-ი იყო - თუმცა, მხოლოდ მცირე ხნით. შეძენიდან პირველივე წელს, მფლობელმა ის გერმანიაში, დაფუძნებულ Koenig Specials-ში გაგზავნა, სადაც ვილის გუნდმა მასშტაბური სამუშაოები გასწია, დაწყებული ძრავის შეკეთებიდან, დასრულებული Campagnolo-ს დისკებითა და დაკიდების სისტემის განახლებით.

Ferrari-მ 512 BB-ის 4.9 ლიტრიანი, 12-ცილინდრიანი ძრავა 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც იმ დროისთვის მნიშვნელოვანი განაცხადი გახლდათ. მაგრამ ეს საკმარისი კოენიგის გუნდისთვის არ აღმოჩნდა, რომელთა ძალისხმევითაც გამომუშავება 444 ცხენის ძალამდე გაიაზარდა. ეს კი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი ავტომწარმოებლის სტანდარტული წარმოების მანქანის შესაძლებლობები.

პირველადი სამუშაოები ამით დასრულდა მანამ, სანამ 1986 წელს მფლობელმა Koenig-ის კიდევ ერთხელ არ მიმართა. ინჟინრებმა ძრავა უფრო ძლიერი შიდა ნაწილებით აღადგინეს, კარბურატორები შეცვალეს და Rajay-ის ორი ტურბოჩარჯერიც დაამატეს. სიმძლავრე 644 ცხენის ძალამდე გაიზარდა და ეს იმ დროს, როდესაც ახალი Lamborghini Countach Quattrovalvole-იც კი, 449 ცხენის ძალით შემოიფარგლებოდა. თანაც მაშინ, მძღოლის დამხმარე სისტემებზეც ჯერ დიდად არავის არაფერი სმენოდა.

Ferrari-მ ამ Koenig-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ქარხნული, ტრასებისთვის ლეგალური ავტომობილი მხოლოდ 2002 წელს წარადგინა. ეს ავტომობილი Ferrari Enzo გახლდათ და 651 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ახლა კი ბელგიაში, Rock n Roll Classics-ის აუქციონზე იყიდება ის მოდელი, რომლის შესაქმნელადაც Ferrari-ის 16 წელი დასჭირდა. Koenig 512-ს მხოლოდ 16 000 კილომეტრი აქვს გავლილი და 249 900 ევროდ ფასდება.

 

მსგავსი სიახლეები