მიხაელ შუმახერი და ფეხბურთი
მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია და მის სახელზე უამრავი რეკორდია. ფორმულა 1-ში შუმახერმა გიგანტური ეპოქა შექმნა. ის ყველას მომღიმარი და პოზიტიური ახსოვს. გერმანელი პილოტი სპორტის სხვადასხვა დისციპლინებშიც დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა ეს ყველაფერი სამოყვარულო დონეზე იყო. მას ფეხბურთი გამორჩეულად უყვარდა და მისი თამაში საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. მას არაერთ საქველმოქმედო თამაშის ორგანოზებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიებიდან შემოსულ თანხას ბავშვთა დახმარების სხვადასხვა ფონდში რიცხავდა.
„წითელი ბარონი“ ავტოსპორტიდან 2012 წელს წავიდა და დღემდე უდიდესი პილოტის სახელს ატარებს. ახლობლები "შუმის" ფეხბურთის გიჟს უწოდებდნენ. ფეხბურთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ფეხბურთის თამაში იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, მიხაელ ბალაკის გამოსამშვიდობებელ თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ერთადერთი არაპროფესიონალი მოთამაშე იყო და ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა, როგორიც იყო: პაველ ნედვედი, ლოთარ მათეუსი, ფილიპ ლამი, მიროსლავ კლოზე და სხვები. 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრას მიხაელ შუმახერმა ლეგენდარულ პელესთან ერთად უმასპინძლა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიაში, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიას 4-0 მოუგო, ხოლო ლუკაშ პოდოლსკიმ გატანილი გოლი გერმანელ ავტომრბოლელს მიუძღვნა და თამაშის შემდეგ განაცხადა:“ის კარგი ადამიანი და კარგი მეგობარია, ამ ყველაფერთან ერთად ფეხბურთზეც გიჟდება“
მიხაელ შუმახერმა 2013 წელს, თხილამურებზე სრიალის დროს უდიდესი ტრავმა მიიღო და დღემდე რეაბილიტაციას საკუთარ სახლში განაგრძობს. მის ამჟამინდელ მდგომარეობასთნ დაკავშირებით კი თითქმის ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.