არასდროს იყიდოთ Bugatti Alibaba-დან! | „იუთუბერმა“ $30 000-ად ქაფი შეიძინა
ვირჯინიაში მცხოვრებმა იუთუბერმა Alibaba-დან $5 მილიონის ღირებულების Bugatti-ის სულ რაღაც $30 000-ად გამოიწერა და შედეგიც შესაბამისი მიიღო. შენაძენის მიღების შემდეგ „იუთუბერმა“ გადაწყვიტა მანქანა აეწია რათა გაეგო თუ რისგან იყო ის დამზადებული და ხელთ მხოლოდ ქაფი შერჩა.
ამერიკელმა კარტერ შარერმა მანქანა 2025 წლის აგვისტოში იყიდა. ერთი შეხედვითაც მარტივი სათქმელი იყო, რომ ეს მოდელი ნამდვილი Bugatti არ გახლდათ - სულ თუ არაფერი ამაზე „სუპერქარის“ ღირებულებაც მიუთითებდა. უდავოა, რომ ბიუჯეტური „სუპერქარი“ კარგად იყო დამალული მის სატვირთო კონტეინერში, რადგან როდესაც საფარი მოხსნეს, ის გარკვეულწილად Bugatti-ს წააგავდა.
თუმცა რეალურად, Bugatti-ის ქვეშ ისეთი მანქანაც კი არ იმალებოდა, რომლის მართვაც შესაძლებელია. გადამზიდავ ყუთზეც კი, Bugatti Veyron-ის ფოტო იყო მიმაგრებული, თუმცა გამაფრთხილებლებით. ერთი გამაფრთხილებელი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ ფოტოზე მანქანის ფერები მოდელს არ ემთხვეოდა, ასევე მინიშნება იყო სხვა ძრავის არსებობაზეც.
უცნაურია, თუმცა ამ გაფრთხილების მიუხედავადაც, Bugatti-ის დოკუმენტებში ეწერა, რომ მანქანას 1 000 ცხენის ძალა ჰქონდა. თუმცა მანქანის გამოჩენის შემდეგ აშკარა იყო, რომ საქმე სუპერქართან კი არა, მანქანასთანაც კი არ გვქონდა.
ავტომობილში ჩაჯდომაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და მანქანას კაპოტის ქვეშ არც ძრავა ჰქონდა. მანქანის წინა მხარე ამ სუპერქარის ასლის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ნაწილი იყო, თუ საერთოდაც შეგვიძლია მას ასე ვუწოდოთ. როგორც აღმოჩნდა, ეს მანქანა მხოლოდ ქაფისგან იყო დამზადებული და ამიტომაც იყო ასეთი მსუბუქი. ამბის მთავარი მორალი კი ასეთია: არასდროს იყიდოთ Bugatti Alibaba-დან!