Ferrari 488-ს მძღოლმა მანქანა შეძენისთანავე დაამტვრია
როცა დილით მარცხენა ფეხზე ადექი...
Ferrari 488 მაშინ დაიმტვრა, როცა სადილეროს ტოვებდა. დერბიშირის პოლიციის თანახმად, მძღოლმა ავტომობილი იმ დილით შეიძინა და 3.2 კილომეტრის გავლის შემდეგ დაიმტვრა. ავარიაში არავინ დაშავებულა. პოლიციის პოსტიდან კი ჩანს, რომ ავტომობილის წინა ნაწილი დაზიანებულია.
არ ვიცით, რა მოხდა, თუმცა, ვარაუდი შეგვიძლია. ავტომობილის ცხვირის ზედა ნაწილი არის დაზიანებული. როგორც ჩანს. Ferrari თავისზე დიდ ავტომობილს შეუვარდა.
Derby. 1st April. Driver bought a Ferrari this morning and crashed it after driving it less than 2 miles. No injuries. #DriveToArrive pic.twitter.com/X4IMuflPa5
— Derbyshire Roads Policing Unit (@DerbyshireRPU) April 1, 2022
Ferrari-ს მძღოლი იმედგაცრუებული უნდა იყოს, რადგან ამ ავტომობილის ფასი £150,000-£300,000 ფარგლებში მერყეობს. სავარაუდოდ, სადაზღვევო კომპანია უკვე ყველაფერზე იზრუნებდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სუპერქარი სადილეროდან გამოყვანისთანავე ავარიაში ყვება. იგივე შეემთხვა ნაქირავებ Ferrari 458-ს ჩინეშთი. ასეთი რამ ხშირად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მძღოლს სუპერქარის მართვის გამოცდილება არ აქვს.