ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, გრანდ ტური
Aa
Aa

ვინ ჩაანაცვლებს ჯერემი კლარკსონს და სხვებს The Grand Tour-ში?

The Grand Tour-მა გასულ წელს თავისი სატელევიზიო მოგზაურობა დაასრულა. ბოლო ეპიზოდი, ლეგენდარული თანაწამყვანების, ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის მონაწილეობით, ზიმბაბვეში შედგა. ეს ბევრისთვის ეპოქის დასასრულია, თუმცა როგორც ჩანს არა Amazon-ისთვის, რომელიც მზადაა გადაცემა სამი ახალგაზრდა წამყვანით განაახლოს.

გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ ახალი სეზონისთვის, კომპანიამ ძირითადად სოციალურ ქსელებში ცნობილი პირები და YouTube-ის კონტენტკრეატორები შეარჩია. The Sun-ის ცნობით, შოუში სავარაუდოდ Throttle House-ის ვარსკვლავებს, თომას ჰოლანდსა და ჯეიმს ენგელსმენს ვიხილავთ.

„ჯეიმსი და თომასი ისევე კარგად ერკვევიან ძრავებში, როგორც ჯერემი, რიჩარდი და ჯეიმსი - ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისინი უფრო ახალგაზრდები და სოციალურ მედიაში უფრო გამოცდილები არიან“, - განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

ცნობილ „იუთუბერებს“ 3.26 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. მათ ვიდეოებს კი, როგორც წესი, ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვთ. თუმცა ზოგიერთი მათგანი გაცილებით უფრო პოპულარულია და და მილიონზე მეტი მაყურებელიც კი ჰყავს. არანაკლებ პოპულარულია დუეტი სოციალურ მედიაში.

რაც შეეხება მესამე წამყვანს, მის შესახებ ამ დრომდე სავარაუდოდ არც არაფერი გსმენიათ. ეს ადამიანი ფრენსის ბურჟუაა, როგორც თავსი თავს უწოდებს „მექანიკ-ინჟინერი“ და სოციალურ ქსელშიც არანაკლები ცნობადობით სარგებლობს. ბურჟუას TikTok-ზე 3.3 მილიონი გამომწერი, Instagram-ზე 2.4 მილიონი და YouTube-ზე 144 000 გამომწერი ჰყავს.

ამ ეტაპზე, შოუს ახალი სეზონის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემას შესაძლოა სრულად განსხვავებული ფორმატი ჰქონდეს და მასზე, Studio Lambert-ი იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები