Aa Aa
29 აპრილი 2022  |  10:27

კრიმინალიდან უცნაურ ავტოსამყარომდე

იაპონური საავტომობილო კულტურის თანმიმდევრებს ძალიან უყვართ სუფთა „სივიკები’ და „სილვიები“. ამ ქვეყნის ავტოისტორიაში ისეთ ავტომობილებს შევხდებით, რომლებმაც მსოფლიოში საავტომობილო მოდა შექმნეს. სწორედ ამიტომ, ამ კულტურის მიმდევრებს თავიანთი კერპები ისეთივე უყვართ, როგორებიც არიან. წლების მატებასთან ერთად სულ უფრო ძნელდება იაპონური ფლაგმანური ავტომობილის მოძიება, შესაბამისად მათი მფლობელები გამალებით ცდილობენ, რომ მათი ერთგული მეგობრების იერსახე ორიგინალის მსგავსი შეინარჩუნონ. ალბათ არაავტომოყვარულს კითხვა გაუჩნდება: რა საჭიროა ძველი იაპონური ავტომობილის შენახვა და მოვლა, როდესაც უამრავი თანამედროვე მოდელი არსებობს?! იმიტომ, რომ ეს ის ავტომობილებია, რომლებსაც ადამიანის ინდივიდუალიზმი სააშკარაოზე გამოაქვთ.

Galerie - Kultura Bosozuku představuje největší japonský bizár. Přesvědčte  se o tom sami, foto 16 – AutoRevue.cz

ნებისმიერ საქმეში ოქროს შუალედი იდეალური მდგომარეობაა, წინააღმდეგ შემთვევაში ყველა სანატრელი რამ შეიძლება მარაზმში გადავიდეს. იაპონიაში არსებობს ავტომობილების კულტურა, რომლის ყოველგვარ პერსონალიზაციას უკიდურესობამდე მივყავართ. უაზროდ განიერი ფრთები, საღებავის თვალშისაცემი ფერები, უსასრულოდ ამაღლებული გამონაბოლქვის სისტემები და გზის საფარზე ბოლომდე დავარდნილი მანქანები, მათ Bosozoku-ს ეძახიან! ეს შემაძრწუნებელი სტილის მანქანები ყველგან შესამჩნევები არიან, რეალურ ცხოვრებაშიც და ინტერნეტ სივრცეშიც. რას ნიშნავს „ბოსოზოკუ“ და რა არის მისი არსი? იგი განიმარტება, როგორც „ძალადობრივი მოსიარულე ბანდა“ და დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ.....

Bosozoku - Masayuki Yoshinaga - In Form Library

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელ მფრინავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდათ. ომმა დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა მათ. პირველი მოტოციკლეტების ბანდები სწორედ აქედან გაჩნდა. მათთვის დამახასიტებელი  იყო ნათელი ფერები, გამონაბოლქვის დიდი მილები, რომლებიც უდიდეს ხმას გამოსცემდნენ. ამ ყველაფერთან ერთად ბანდის წევრებისთვის ქალაქის ქუჩებში მაღალი სიჩქარით გადაადგილება იყო დამახასიათებელი. ეს ყველაფერი კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. მსგავსი მოცემულობა საზოგადობაში დაუმკვიდრებლობის პროტესტს ძალიან ჰგავდა.

Bōsōzoku: Combining Japanese Biker Culture, Fashion, Gangs & Cars | Low  Offset

Bosozoku-ს ინსპირაცია მე-5 ჯგუფის სარბოლო ავტომობილები იყო, რომლებსაც ინდივიდუალური აეროდინამიკული ფორმები ჰქონდათ. მსგავსი აგრესიული დიზაინი და ცხოვრების სტილი თანდათან ავტომობილებში გადაიზარდა და ტერმინი „ბოსოზოკუც“ ამ დროს გაჩნდა. ამ ავტომობილების დანახვისას არ უნდა გვეგონოს, რომ მათი მფლობელები ბანდის წევრები არიან. ამ ავტომობილებს ახასითებთ სპოილერები, რომლებიც წინ  ერთ მეტრზეა გაშვერილი, აგრეთვე უკანა სპოილერიც, რომელიც სახურავს იმაზე მეტად არის აცდენილი, ვიდრე თვითონ ავტომობილის სიმაღლეა. საბურავები იმდენად გარეთ დგას, რომ თუ კარგად დააკვირდებით ისინი ძარის მიღმა არიან დარჩენილები. იმის გამო, რომ ავტომობილის პროფილზე არსებული უხეში ფორმები არ დაირღვეს, ზოგიერთ მათგანს კარებიც კი არ ეღება და მასში მოთავსება მხოლოდ ფანჯრიდან არის შესაძლებელი. ამ ავტომობილებისთვის მთავარი ნიშა მათ მიერ გამოცემული დიდი ხმაა, ამის გამო ისეთ გამონაბოლქვის სისტემას ამონტაჟებენ, რომლებსაც არც მაყუჩი გააჩნიათ და არც კატალიზატორი, შესაბამისად შედეგი ადვილად მისაღწევია. მათი გაშეშებული დაკიდების სისტემა და განიერ დისკზე ვიწრო საბურავის მორგება ცალკე ხელოვნებაა. „ბოსოზოკუს“ კულტურაში რამოდენიმე განშტოება არსებობს და ყველა მათგანს თავისი განმასხვავებელი აზრობრივი დატვირთვა გააჩნია.

Shakotan

Bosozoku-Bippu-Kyusha-Shakotan-Zokusha Car Picture thread - General  Discussion - Ratsun Forums

ეს სტილი ყველაზე თავაზიანი და მოკრძალებულია, იგი დაბალ ავტომობილს ნიშნავს. მსგავსი სტილი ამერიკაშიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს და მას Low Rider-ი ჰქვია. ამ ავტომობილს მსუბუქი აერო და ლამაზი დისკები ახასიათებს, ყველაზე მთავარი მაინც მისი დაბალი დაკიდების სისტემაა.

Yankii Style

Autoass Media on Twitter:

80-იან და 90-იან წლებში „იანკი“ ხმაურიანი ახალგაზრდების ტერმინი იყო, რომელიც ბოლოს „ბოსოზოკუს“ სტილზე გადავიდა. Shakotan-სგან განსხვავებით აქ გაცილებით აგრესიულ სპოილერებს ვხდებით, ამ ავტომობილისთვის დამახასითებელია ძალზედ განიერი ფრთები, იმდენად განიერი, რომ უკანა კარების ფუნქცია იკარგება და მისი გაღება შეუძლებელი ხდება. ამ სტილის ავტომობილებისთვის უნიკალური საღებავებით გაფორმება აუცილებლობას წარმოადგენს.

Kyusha Style

hightopfade | Toyota cars, Toyota, Toyota motors

„კიუშა“ როგორც კლასიკური იაპონური ავტომობილი ითარგმნება და ძირითადად ეს არის ის, რაც ისინი რეალურად არიან. ამ ხაზის მანქანებს ძველი იაპონური კლასიკური ავტომობილები წარმოადგენენ, რომლებსაც ზრდილობის ფარლებში გაფართოებული ფრთები და არასტანდარტული დისკები აქვთ. აგრეთვე შეიძლება შეგვხდეს მცირე ზომის ლამაზი სპოილერი და სპლიტერებიც. შეიძლება იფიქრეთ, რომ ეს მისაღები სტილია და თქვენ მართალი ხართ, ამ შემთხვევაში სტილის ყველანაირი საზღვარი დაცულია.

VIP Style

Go with SOLO: Why Japan VIP does it better

მოცემული სტილის ავტომობილები მდიდრული წარმომავლობის არიან და ისეთი ვიზუალი აქვთ, გეგონებათ კარი უნდა გაიღოს და "იაკუძას" ბოსმა უნდა გადმოაბიჯოს. აღნიშნული მანქანები მთლად უცნაური დიზაინით არ ხასიათდებიან, მაგრამ მაინც შოუს ნაწილები არიან. მათ პრიალა დისკები და ძარის ქრომირებული დეტალები აქვთ. ისინი, როგორც წესი მხიარულ ფერებში არ გვხდება, მათთვის შავი და სხვა მუქი ფერებია განსაზღვრული. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ სტილს მხოლოდ იაპონური ავტომობილები არ წარმოადგენენ, აგრეთვე შესაძლებელია ისეთი იმპორტირებული ავტომობილებიც კი ვიხილოთ, როგორიც BMW ან რომელიმე ამერიკული წარმომავლობის მანქანებია.

Grachan

Стиль Grachan | carakoom.com

იგი „დიდ ჩემპიონატს“ ნიშნავს და მის სიაში ისეთი ავტომობილები შედიან, რომლებიც ძველი დროის იაპონური ავტოსპორტის გმირები იყვნენ. Bosozoku-ს ეს ავტომობილები 80-იანი წლების სარბოლე მანქანების აეროდინამიკულ ელემენტებს იმეორებენ, აგრეთვე სხვა სახასითო დეტალებსაც იზიარებენ. მათვის ის სარბოლე ვიზუალური გაფორმებაა დამახასიათებელი, რაც ორგინალ ვერსიას რეალურად ჰქონდა.

Rare bosozoku cars: Toyota Corona T14 - Banpei.net

არის თუ არა „ბოსოზოკუს“ ავტომობილები პრაქტიკული? არა, ისინი ყველაზე არაპრაქტიკული მანქანებია. მიიქცევენ ყურადღებას? კი, ნამდვილად! მაგრები არიან? გააჩნია ვის შეეკითხებით, მაგალითად, თუ ხანდაზმულ ქიმიის მასწავლებელს ჰკითხავთ ნაკლებად სავარაუდოა მოსწონდეს, მაგრამ თუ ახალგაზრდა ავტომოყვარულს შეეკითხებით, მაშინ დიდი შანსია რომ მოსწონდეს, ეს ინდივიდუალური გემოვნების საკითხია. Bosozoku უხეში ცხოვრების სტილი და ხმამაღალი ცხოვრების წესია, რომელსაც საინტერესო წარსული აქვს. ეს კულტურა უკვე დიდი ხანია თავის სამშობლოს გასცდა და სხვა ბევრ ქვეყნებშიც ჯერ კიდევ ფეხს იკიდებს. იგი დაარსებიდან დღემდე ორ მხარეს წარმოშობს და მათ შორის კამათის საფუძველსაც აჩენს. ამ შემთხვევაში თქვენ რომელ მხარეს წარმოადგენთ?

გაზიარება: