თიხის მოდელი
Aa
Aa

ციფრულ სამყაროში, რატომ იყენებენ ავტომწარმოებლები ისევ თიხის მოდელებს?

უკვე თითქმის 100 წელია, რაც ავტომწარმოებლები დიზაინის განვითარების პროცესში თიხის მოდელებს იყენებენ. საინტერესოა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, რატომ ხარჯავენ ისინი თანხას ისევ ამ ტექნიკის გამოყენებაში.

პასუხი მარტივია. ციფრულ ტექნოლოგიებში სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნიან, თუმცა, სინამდვილეში ეს 2-განზომილებიანი სურათია, რომელიც 3-განზომილებაშია წარმოდგენილი. რაღაც მომენტში საჭიროა, რომ დიზაინი მართლაც 3-განზომილებაში დაინახონ და შეეხონ.

თიხის მოდელები დიზაინს რეალობად აქცევს. დიზაინი, რომელიც სამ განზომილებაში შესანიშნავად გამოიყურება, რეალობაში შესაძლოა მოუქნელი იყოს. თიხის მოდელი დეტალების და პროპორციების უკეთ დახვეწის საშუალებას იძლევა.

თიხა დიზაინერებსა და ინჟინრებს სწრაფი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას აძლევს. თანაც ეს ყველაფერი ჩანახატების გარეშე. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია აეროდინამიკურ მილში ტესტირებისას. ამ მილის დაქირავება საათში ათასობით დოლარი ღირს. ამიტომ, სწრაფი ცვლილებების შეტანის საშუალება მნიშვნელოვანია.

ფიზიკური მოდელის გამოყენება მნიშვნელოვანია იმის სანახავად, თუ როგორ გამოიყურება დიზაინი ბუნებრივი სინათლის ქვეშ. რა თქმა უნდა, ავტომობილს გარეთ დიდი დროის გატარება მოუწევს, ამიტომ მან ტესტი მზის ქვეშ უნდა გაიაროს.

პირველი კომპანია, რომელიც თიხის მოდელს იყენებდა, General Motors-ი იყო. ეს ტექნიკა 1930-იანებში კომპანიის დიზაინის გუნდის ხელმძღვანელმა ჰარლი ერლმა გამოიყენა. მოდელი ფორმების უკეთ ჩამოყალიბებაში დაეხმარა. თანაც ეს პროცესი გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ავტომობილის ჩანახატებიდან აწყობა.

თიხის თანამედროვე მოდელების აწყობა ფოლადის ჩარჩოთი იწყება. შემდეგ თვლები მაგრდება. დანარჩენი კი ძირითადად სპეციალური ქაფია. ზემოდან ყველაფერს თიხა ფარავს და მისი სისქე 25-50მმ-ია.

თიხის მოდელები ავტომწარმოებლებს ასი ათასობით დოლარი უჯდება, მაგრამ ეს დიზაინის განვითარების ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილია და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ასე დარჩება.

მსგავსი სიახლეები