Cybertruck-ი სხვა მძღოლებს „აბრმავებს“ | რას ედავებიან კომპანიას?
Cybertruck-ს რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ეს მისი განსხვავებული, ზოგისთვის „ინოვაციური“ დიზაინია. მართლაც, ელექტროპიკაპის ექსტერიერმა გამოშვებისას საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, თუმცა ისეთი წარმატებული პროდუქტი ვერ გამოდგა, როგორც წარსულში იმედებს ამყარებდნენ.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, Cybertruck-ის მსგავსი ფორმებითა და ფოლადის კორპუსით ოფიციალური უწყებები დიდად მოხიბლულნი არ არიან. მარეგულირებლის თანახმად, Tesla-ს ელექტროპიკაპის განათება ზედმეტად კაშკაშაა და მისი შესუსტების მიზნით, ახლა მოდელის ათი ათასობით ეგზემპლარი უკან უნდა გაიწვიონ.
საუბარი გვაქვს 2013 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე წარმოებულ, ჯამში 63 619 ელექტრომობილზე. მათი თითქმის სრული უმრავლესობა ახლა უკან გაწვევის რაუნდს ექვემდებარება. პრობლემა არა ძირითადი მაშუქები, არამედ პარკირების LED-განათებაა. Tesla-მ შიდა მიმოხილვის დროს აღმოჩნდა, რომ ელექტროპიკაპის LED-ები ძალიან დიდ სინათლეს ასხივებენ.

Cybertruck-ი რეგულაციებით დადგენილ ლიმიტს სცდება. ოფიციალური განცხადების თანახმად, ძალიან მაღალმა სიმართლემ შეიძლება მათკენ მიმავალი მძღოლების ყურადღება მიიპყროს. ინჟინრების თანახმად, პრობლემა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებითაც აღმოიფხვრება და დამატებით რაიმე ჩარევას ან ძვირად ღირებული ნაწილების შეცვლას არ საჭიროებს.