პაპარაცი, პიკაპი, ტოიოტა, ტოიოტა ჰაილუქსი
Aa
Aa

ინტერნეტში 2021 წლის Toyota Hilux-ის სავარაუდო სურათებმა გაჟონა

ჩვენ ახლა Tacoma-ს შთაგონებას ვუყურებთ.

ცნობილი იყო, რომ წინ Hilux-ის განახლებული ვერსია გველოდა და ეს დროც დადგა. ფოტოებმა ინტერნეტში გაჟონა. რენდერზე ახალ Hilux-ს ვხედავთ.

ეს სურათები Toyota-სგან არაა და მათი ავთენტურობაც ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს რენდერი 2021 წლის Hilux-ზე უნდა იყოს დაფუძნებული. ექსტერიერის საფუძვლიანი განახლება იგეგმება, თუმცა, ისეთი  „დრამატული“ შესაძლოა არც იყოს, როგორიც სურათზე ჩანს.

როგორც ახალი მაშუქების დიზაინიდან ჩანს, ავტომობილს Ford Ranger-ის კონკურენტობისთვის ამზადებენ. 2021 წლის Hilux-ს ორი ტიპის მაშუქები ექნება: ჰალოგენურისა და LED-ის კომბინაცია და სრულიად LED. მოხვევის ციმციმები ისევ ჰალოგენური დარჩება.  

ფერების პალიტრა სამი ახალი ფერით იქნება წარმოდგენილი: წითელი, მუქი ლურჯი და ბრინჯაოს ფერი. დისკები 17- და 18 ინჩიანია. სალონი შავი ფერისაა და გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ექსტერიერშიც ვიხილოთ.

2021 წლის Toyota Hilux, როგორც მოსალოდნელია, ძალის მცირედი ნამატით უნდა იყოს: 2.8-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა 174 ცხენის ძალით და 450ნმ-ით ავტომოტური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში და 174 ცხენის ძალა და 420ნმ მექანიკურის შემთხვევაში.

 

ბოლო ცნობებით, GR Hilux ტურბოდიზელის V6 ძრავით და 4x4 სისტემით უნდა იყოს. მას შასისა და დაკიდების სისტემის განახლებებიც უნდა ჰქონდეს. დიზაინის რამდენიმე დეტალიც წინა მოდელებისგან მცირედით განსხვავებული იქნება.

შორეულ პერსპექტივაში Toyota-მ შესაძლოა Hilux-ი Tacoma-სთან გააერთიანოს და ერთ მოდელად გაყიდოს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები