საქართველო, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ყვითელი ყუთი
Aa
Aa

როგორ მუშაობს ე.წ. Yellow box-ები? | ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ვიდეოს ავრცელებს

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. Yellow box-ის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლს ავრცელებს. როგორც ვიდეორგოლშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაღალი სატრანსპორტო დატვირთვის გზაჯვარედინებზე ეფექტიანია ქსელის, ე.წ. Yellow box-ის გამოყენება.

ბევრ ქვეყანაში, იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, ეს აპრობირებული მეთოდია.

„Yellow Box წარმოადგენს გზაჯვარედინზე დახატულ ყვითელი ხაზების ქსელს. მისი მთავარი პრინციპი მარტივია: მძღოლი არ უნდა შევიდეს მონიშნულ ზონაში, თუ ხედავს, რომ გზაჯვარედინის გასასვლელი თავისუფალი არ არის და მის დატოვებას შეუფერხებლად ვერ შეძლებს.

ამგვარად, გადატვირთული მოძრაობის დროსაც კი, გზაჯვარედინის სივრცე თავისუფალი რჩება სხვა მიმართულებით მოძრავი ან მობრუნებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის სავარაუდოდ გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას.

ყვითელი ბადის დანიშნულებაც სწორედ ეს არის — უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდეს მძღოლებისთვის აღნიშნული წესი, რაც ხელს შეუწყობს კანონის პრაქტიკაში აღსრულებას“, — ნათქვამია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები